გერმანიის პრეზიდენტი - ჩემი შეუპოვრობა „ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ზე შეცდომა იყო - ჩემი შეფასება იყო, რომ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის დანგრევას იმპერიული მანიის გამო, მე ვცდებოდი

გერმანიის პრეზიდენტი - ჩემი შეუპოვრობა „ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ზე შეცდომა იყო - ჩემი შეფასება იყო, რომ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის დანგრევას იმპერიული მანიის გამო, მე ვცდებოდი

access_time2022-04-05 09:00:00

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღიარა, რომ შეცდომა იყო რუსეთსა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად დარჩენა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.


”ჩემი შეუპოვრობა „ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ზე აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რომელთა შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმა გაგვაფრთხილეს”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.


მისივე თქმით, ის ასევე ცდებოდა,პუტინის შეფასებისას.


„ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ დანგრევას მისი იმპერიული მანიის გამო - ისევე როგორც სხვები, მე ვცდებოდი“, - თქვა მან.



POLITICO-ს ცნობით, წლების განმავლობაში აშშ და გერმანიის სხვა მოკავშირეები აკრიტიკებდნენ ოფიციალურ ბერლინს მილსადენის პროექტის გამო, ამტკიცებდნენ, რომ ეს იქნებოდა უკრაინისთვის საშიში და არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც მან 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.


მაგრამ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი თანამდებობაზე ყოფნის ბოლომდე, ერთგული რჩებოდა იმისა, რომ„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ კომერციული პროექტი იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან.


მისმა მემკვიდრემ ოლაფ შოლცმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, თებერვალში შეცვალა კურსი და პროექტი ახლა მკვდარია.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up