გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთის გაზის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა, მიუხედავად მოსკოვთან დაპირისპირებაში ახალი გამწვავებისა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ბერბოკმა განაცხადა, რომ თუ სრული ემბარგო საომარ მოქმედებებს შეაჩერებს, „ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებდით“, – წერს რუსული მედია გერმანულ გამოცემა Die Welt–ზე დაყრდნობით.
მისივე აზრით, ასეთი გადაწყვეტილება კონფლიქტის გაგრძელების ფასს აწევდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი ირწმუნება, რომ გერმანიის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ პარტნიორებთან ერთად რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პროცესს განიხილავენ.