გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთს საერთო უსაფრთხოების მუდმივი გაძლიერება უნდა დაუპირისპიროს.
ცხადი უნდა ვიყოთ: ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არ შეიძლება. როგორც ბევრ რუსს, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის ილუზია - ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მუდმივი გაძლიერება რუსეთის პირისპირ. — განაცხადა DIGI24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბერბოკმა.
ვიდრე გაგრძელდება სასტიკი აგრესიული ომი რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ჩვენ თანდათან გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ უკრაინა ასევე იცავს ევროპის თავისუფლებას. ამიტომ ჩვენ ვიქნებით მასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.