გერმანიის საპენსიო სისტემა კოლაფსს უახლოვდება

გერმანიის საპენსიო სისტემა კოლაფსს უახლოვდება

access_time2022-11-12 10:00:12

გერმანიის საპენსიო სისტემა უსახსრობის გამო კოლაფსს უახლოვდება, წერს ბრიტანული The Times.

ეკონომისტებმა მანამდე გააფრთხილეს ქვეყნის ხელისუფლება, რომ საპენსიო სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს, თუ კი მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებს არ განახორციელებს. თუმცა, ანალიტიკოსების მტკიცებით, პოლიტიკოსები მათ სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.


გერმანიის მოსახლეობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია: გერმანელების 22%-ი 65 წელზე მეტი ასაკისაა (ბრიტანელთა 19%-თან შედარებით). მომდევნო რამდენიმე წელიწადში მათი წილი მკვეთრად გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური დაზღვევის შემოსავლები შემცირდება, გადახდები კი პირიქით, გაიზრდება.


რაინერ დულგერმა, გერმანიის დამსაქმებელთა ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც წარმოადგენს კომპანიებს, სადაც დასაქმებულია ეროვნული სამუშაო ძალის 70%-მდე, თქვა, რომ თუ ეს ტენდენციები არ შეჩერდება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სისტემა ჩამოიშლება.




”ფასები გაიზრდება,” - თქვა დულგერმა, რომელსაც 58 წელი უკვე შეუსრულდა, „ჩვენ გვჭირდება ხანდაზმულთა პენსიების სასწრაფო განახლება. ახლა ყოველ 100 დასაქმებულზე თითქმის 50 პენსიონერი მოდის, რომელიც შენატანებს იხდის. 15 წელიწადში კი 100 მუშაკზე 70 იქნება“.


”ბერლინში ყველამ იცის ეს მაჩვენებლები, მაგრამ არავის აქვს იმის ძალა, რომ ამაზე საუბარი დაიწყოს”, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ სოციალური უსაფრთხოების სისტემის რეფორმა ისეთივე რთული იქნება, როგორც ენერგეტიკული უზრუნველყოფა, მაგრამ ”თაობათაშორისი სამართლიანობისთვის, ეს ამოცანა მნიშვნელოვანია.


თუმცა, გერმანიის პოლიტიკაში ეს თემა რაღაც ტაბუდადებულად რჩება, აღნიშნავს The Times. კანცლერი ოლაფ შოლცი და მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია დიდად არიან დამოკიდებულნი 65 წელს გადაცილებულ ამომრჩევლებზე და საპენსიო უფლებების დაცვა მათ ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციეს. გასულ ზაფხულს, შოლცმა, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, უარყო ეკონომიკის სამინისტროს წინადადება 2042 წლისთვის საპენსიო ასაკის 68 წლამდე ეტაპობრივი აწევის შესახებ.


„გპირდებით, რომ საპენსიო ასაკის გაზრდის საკითხი აღარ დადგება“, - განაცხადა მაშინ შოლცმა.


სოციოლოგიური კომპანია INSA-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანელების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვერ უმკლავდება თავის მოვალეობებს, როგორც მთავრობის მეთაური.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up