გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი ბორის პისტორიუსი უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ორშაბათს ბრანდენბურგის შტატში ბუნდესვერის გაერთიანებული ძალების ოპერაციების სარდლობაში ვიზიტისას განუცხადა, იტყობინება Ukrinform-ის კორესპონდენტი.
„ჩემი ვიზიტი უკრაინაში უახლოეს მომავალში შედგება", - თქვა პისტორიუსმა, თარიღის დაზუსტების გარეშე, მაგრამ ცხადყო, რომ ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი კრიზისულ რეგიონში, რის შემდეგაც ის გაემგზავრება ქვეყნებში, სადაც ბუნდესვერის ჯარისკაცები მისიებს ასრულებენ.