2022 წელს გერმანიის 23 უმსხვილესი აეროპორტის მგზავრთნაკადმა 155,2 მლნ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფედერალური სტატისტიკის სამსახური (Destatis) ავრცელებს. ეს 111%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე, როდესაც საჰაერო მოგზაურობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა COVID-მა და პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია.
თუმცა, გასულ წელს მგზავრების რაოდენობა 31.5%-ით დაბალი იყო 2019 წლის პანდემიის წინა პერიოდის რეკორდზე. მაშინ უმსხვილესი აეროპორტები 226,7 მლნ ადამიანს მოემსახურნენ.