გერმანული მედიაკონცერნი Axel Springer აცხადებს, რომ სრულად შეისყიდა ამერიკული პოლიტიკური მედია გამოცემა Politico. Axel Springer-ის მფლობელობაში გადავა ასევე Politico-ს კუთვნილი Politico Europe და ვებგვერდი Protocol -ის აქციების 50%.
შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
რაც შეეხება Politico-ს დამფუძნებელს რობერტ ოლბრიტონს, ის დარჩება მედიაში საკუთარ პოზიციაზე.
კონცერნში აღნიშნავენ, რომ შეთანხმება შეავსებს კომპანიის პორტფელს, რომელშიც შედის ისეთი გამოცემები როგორიცაა Insider და Morning Brew.
Axel Springer ფლობს ისეთ გამოცემებს როგორიებიცაა გერმანული Bild და Die Welt.
bpn.ge