გერმანული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის ახალი მინისტრი ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის პისტორიუსი იქნება.
გერმანული მედია წერს, რომ 62 წლის პისტორიუსს იურიდიული განათლება და სამინისტროს მართვის გამოცდილება აქვს.
ბორის პისტორიუსი მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატებს 16 წლის ასაკში შეუერთდა, სამხედრო სამსახური 1980-1981 წლებში გაიარა.