გერმანელი ექიმების გუნდი სცილდება იმ საზღვრებს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად ითვლებოდა - ისინი სიკვდილის მოტყუებასა და ადამიანის გაცოცხლებაზე მუშაობენ - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა interestingengineering ავრცელებს.
მედიის ცნობით Tomorrow Biostasis, ბერლინში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ამ უჩვეულო პროცედურისას თხევად აზოტს იყენებს, მისი მეშვეობით სტარტაპმა ათზე მეტი ადამიანის ცხედარი , შემდგომში გაცოცხლების მიზნით უკვე გაყინა და შეინახა,პროცედურას კრიოკონსერვაცია ეწოდება.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მედიცინაში გარღვევები მოხდება და უკურენებელი დაავადებები და სიკვდილიც დამარცხდება. ევროპაში სამეცნიერო დონაცია იმდენად პოპულარულია, რომ შესაბამის ორგანიზაციებში მსურველთა რიგები არ წყდება და მათ გარკვეული საფასურის გადახდაც უწევთ.
Tomorrow Biostasis სერვისით სარგებლობას უკვე უამრავი მომხმარებელი ელოდება, ზოგიერთ მათგანს სხვადასხვა ორგანოების, ზოგს მთლიანი სხეულის გაყინვა, ზოგს კი მხოლოდ ტვინის გაყინვა სურს. სტარტაპის მიზანია, რომ ევროპაში პირველი კრიოგენური კომპანია გახდეს, რომელიც ადამიანისთვის სიცოცხლის ჩუქებას შეძლებს.