ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა მყარი საფუძველი შექმნა საბაჟო ურთიერთობების გამარტივებისთვის. ვინაიდან საბაჟო პოლიტიკა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია,სწორი საბაჟო პოლიტიკა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის .
მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციამ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საბაჟო კანონმდებლობის რეგულირებას საერთაშორისო დონეზე. იმპორტისთვის და ექსპორტისთვის გაამარტივა და განავითარა სხვადასხვა პროცედურები. აღნიშნულმა რეგულაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნაში სხვადასხვა ბიზნესის განვითარებაზე და ასევე ლოგისტიკური კომპანიებისთვის.
ჩვენთვის,როგორც ლოგისტიკური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საბაჟო ზონის მსგავსი განვითარება , ვინაიდან ეს უპირობო კავშირშია ლოგისტიკის სფეროს განვითარებისათვის - აცხადებს MGL Georgia-ს საბაჟო წარმომადგენელი ზურა გორდელაძე .
შეგიძლიათ აღნიშნოთ რა მნიშნველოვანი რეფორმა გატარებულა გაფორმების ზონაში ბოლო წლების განმავლობაში , რომელმაც გაამარტივა სამუშაო პროცესი ?
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა რომელიც მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა შემიძლია დავასახელო ელექტრონული ტვირთვის განბაჟების პროცედურა , რომელიც იმპორტიორი კომპანიებისთვის ძალიან კომფორტულია და და მოსახერხებელია .
თქვენი პრაქტიქიდან გამომდინარე არსებულ რეგულაციებში თუ ხედავთ ისეთ პროცესებს,რომლებიც ართულებენ მომხმარებლებისთვის აღნიშნული მომსახურეობის მარტივად მიღებას ?
- ვფიქრობ , საკმაოდ არასასიამოვნო და შემაფერხებელი პრობლემაა,არსებული რიგები,რომელიც ხშირად წარმოიქმნება გეზში განბაჯების პროცედურასთან დაკავშირებით. კომპანიის თანაშრომლები მთელ დღეს კარგავენ რიგში ყოფნით რაც აგვიანებს განბაჟების პროცედურას , შესაბამისად სატვირთო მანქანიდან ტვირთის ჩამოტვირვის შეფერხებას და გატანას იწვევს.
თუ შეგიძლიათ აღნიშნოთ პანდემიის პერიოდში რა პრობლემები და შეფერხებები წარმოიქმნა ?
- აღნიშნულმა პანდემიამ შეზღუდა და გაართულა იმპროტიორების ფიზიკური გადაადგილება და გამოცხადება გეზში , შესაბამისად ესეც შემაფერხებელი ფაქტორია სატვირთო მანქანების დროულ დაცლასთან დაკავშირებით.
როგორც MGL Georgia- ის კერძო კომპანიის წარმომადგენელი რას ურჩევდით სახელმწიფოს მოსალოდნელი რეგულაციების გატარების შემთხვევაში რა მნიშვნელოვანი საკითხები გაითვალისწინონ, რათა ნაკლებად დაზარალდეს იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები საქართველოში ?
- პანდემიის პირობებიდან გამოწვეული შეზღუდვების გამო სასურველია გეზმა მობილიზება გაუკეთოს სარეზერვო თანამშრომლების მომზადებას , რათა არ მოხდეს პერიოდული შეფერხებები .
(R)