გია გვარამია: ჩვენი კლინიკის შემოსავლები 30%-ით  შემცირდა

გია გვარამია: ჩვენი კლინიკის შემოსავლები 30%-ით შემცირდა

access_time2021-06-05 14:00:28

„ჩვენი კლინიკის შემოსავლები 30%-ით  შემცირდა“, - ამის შესახებ პლასტიკურმა ქირურგმა, გია გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, პანდემია ისევე როგორც ბიზნესის ყველა სექტორს, ესთეტიკური მედიცინის ბიზნესსაც შეეხო. კერძოდ, საზოგადოება ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, „გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრს“ შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 20-30%-ით შეუმცირდა.

 

„ჩვენი სერვისი არ არის გადაუდებელი, ამის გადავადება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით, მარტივად იღებენ ამიტომ გადაწყვეტილებას, რომ შეიკავონ თავი, სანამ პანდემიაა. მეორე მომენტია ის, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებულები ვართ პაციენტის გადახდისუნარიანობაზე, ანუ არ ვართ ბიუჯეტური დაფინანსებით. ამიტომ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები დგება, ეს თავისთავად ჩვენს მუშაობაზეც აისახება,“ – აცხადებს გვარამია.

 

მისი განცხადებით, რაც უფრო მაღალფასიანია პროცედურა, მით უფრო მეტია თავშეკავება და მოცდა. გარდა ამისა, თუ წლების განმავლობაში ცენტრს საკმაოდ ბევრი უცხოელი აკითხავდა პროცედურებისთვის, ახლა ეს კატეგორია თითქმის არ არის, მხოლოდ რამდენიმე კვირაა გამოცოცხლება შეინიშნება. როგორც გვარამია აცხადებს, ესთეტიკის ცენტრს აქტიურად სტუმრობდნენ პაციენტები რუსეთიდან, ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

 


„პლასტიკურ ქირურგიაში პანდემიის მიუხედავად მოთხოვნადია მკერდის ოპერაცია (გადიდება, დაპატარავება), ცხვირის ოპერაცია, ლიპოსაქცია. შემდეგ მოდის სახის სხვადასხვა ოპერაციები, მუცლის პლასტიკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბოტოქსით პროცედურებს, ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ლოქდაუნების დროს საკმაოდ მოთხოვნადი იყო ტუჩების გადიდება, ნაოჭების გასწორება და ასე შემდეგ. ახლა ეს მოთხოვნა დასტაბილურდა,“-აცხადებს გვარამია.

 

პლასტიკური მედიცინა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ყოველწლიურად ქვეყნებს ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს. კითხვაზე,სხვა ქვეყნებთან შედარებით ვართ თუ არა კონკურენტუნარიანები, გვარამია აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანები  იმ ხარისხისა და დაბალი ფასის გამო ვართ, რომელიც გვაქვს.

 

გვარამია აცხადებს, რომ  აქ ყველა ოპერაცია, საკმაოდ მაღალი ხარისხით კეთდება, როგორც ეს საზღვარგარეთის შემთხვევაშია. „საქართველოში ფასი  გაცილებით დაბალია, თან ვმუშაობთ ზუსტად იმ მასალით, რა მასალითაც მუშაობენ საზღვარგარეთ,”-აცხადებს გვარამია.

 

წყარო: ბიზნესპარტნიორი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up