გია გვარამია - „საქართველოში ფასი  გაცილებით დაბალია თან, ვმუშაობთ ზუსტად იმ მასალით რა მასალითაც მუშაობენ საზღვარგარეთ“

გია გვარამია - „საქართველოში ფასი გაცილებით დაბალია თან, ვმუშაობთ ზუსტად იმ მასალით რა მასალითაც მუშაობენ საზღვარგარეთ“

access_time2020-03-01 13:00:37

ბრენდად ქცეული სახელი ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიაში და მრავალწლიანი ისტორია, რომელიც გია გვარამიამ შექმნა. პლასტიკური ქირურგი, რომელმაც საქართველოში ესთეტიკური მედიცინის პირველი ცენტრი დააარს, „კომერსანტისკითხვებს პასუხობს.

 

რას ნიშნავს  პლასტიკური ქირურგისთვის იყო ყველაზე მოთხოვნადი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ნდობა, რომელსაც არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც უცხადებენ, „გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი და მთავარი ექიმი გია გავარამია გვპასუხობს, რომ ამ დამოკიდებულებით კმაყოფილია, თუმცა მისთვის მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი სფეროს განვითარება და აქ დასაქმებული ხალხი.

  

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ყოველწლიურად ქვეყნებს ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს, „კომერსანტი“ დაინტერესდა  სხვა ქვეყნებთან შედარებით ვართ თუ არა კონკურენტუნარიანები.

 

„პირადად ჩემს სფეროზე, რომ ვისაუბრო, სხვა ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანები  იმ ხარისხისა და დაბალი ფასის გამო ვართ, რომელიც გვაქვს.  აქ ყველა ოპერაცია, ძალიან მაღალი ხარისხით კეთდება, როგორც ეს საზღვარგარეთის შემთხვევაშია. საქართველოში ფასი  გაცილებით დაბალია თან, ვმუშაობთ ზუსტად იმ მასალით რა მასალითაც მუშაობენ საზღვარგარეთ. ღირებულება კი უცხოეთთან შედარებით, ზოგჯერ ნახევარია ზოგჯერ მესამედი. როგორც უცხოელების ასევე ადგილობრივების შემთხვევაში, გვყავს საშუალო და მაღალშემოსავლიანი პაციენტები. თუმცა არის ოპერაციები, მაგალითად სახე, თვალები და მსგავსი სირთულის, რომელსაც მხოლოდ მაღალშემოსავლიანები იკეთებენ, “-ამბობს გია გვარამია.

 

ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ყველა იმ უცხოელ პაციენტს, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით სტუმრობენ ქვეყანას და მათ ცენტრს, ხარისხის გარანტად მიიჩნევს. გვარამია იმასაც  აცხადებს, რომ თუ რომელიმე კომპანია ქვეყანაში   სამედიცინო ტურისტებს მოიზიდავს ის მზადაა მათთან თანამშრომლობისთვის.


 

 „ის პაციენტები, რომლებიც უცხოეთიდან გვსტუმრობენ ჩვენ არ ჩამოგვყავს, ახლობლების რეკომენდაციით ჩამოდიან. ჩვენი კლინიკა მათ ჩამოყვანას და ოპერაციის შემდგომ პერიოდს არ უზრუნველყოფს. ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია გვიკავშირდებოდა და ცდილობდა ამ მიმართულებით ემუშავათ, თუმცა ვერ მიდიოდნენ ბოლომდე რადგან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მათ შორის, პაციენტის ჩამოყვანა და ოპერაცია, ასევე პოსტოპერაციული პერიოდიც, რომელიც თანხებს უკავშირდება.  თუ მსგავსი კომპანია დამიკავშირდება და ნამდვილად  ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს მე მათთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რადგან ვფიქრობ, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმი უნდა განვითარდეს. ამ მიმართულებით სტომატოლოგიის საქმე უკეთესადაა. უფრო აქტიურადაც არიან ჩართულები და სტომატოლოგიას არ სჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი.“-ამბობს გია გვარამია.

 

ტაილანდი, ეგვიპტე, თურქეთი, ისრაელი სამედიცინო ტურიზმი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ყოველწლიურად ქვეყნებს ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს. ტურიზმის ამ საინტერესო მხარეს, გვარამიას თქმით საქართველოშიც აქვს პერსპექტივა.



„სამედიცინო ტურიზმი ბევრ ქვეყანაში განვითარებული და მომგებიანია. განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თავის თავზე იღებენ ამ პროფილის ტურისტების შემოყვანას. ეს სფერო რომ განვითარდეს და მომგებიანიც იყოს აუცილებელია შუამავალი რგოლი, რომელიც  კლინიკასა და პაციენტს გვაკავშირებს,  კარგად მუშაობდეს. ჩვენი ქვეყანა სხვა მხრივ მზადაა, თორემ ჩვენ რომ უხარისხოდ ვმუშაობდეთ ადგილობრივ ბაზარზეც არ გვექნებოდა მოთხოვნა და პაციენტი არ გვეყოლებოდა. მე და ჩემს მსგავს კლინიკებს ისედაც გვყავს საკმაო რაოდენობის პაციენტები, თუცა აუცილებლად ვითანამშრომლებთ იმ სააგენტოებთან, ვინც ორგანიზებას გაუწევს ამ საკითხს.“-ამბობს გვარამია.

 

გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი და მთავარი ექიმი სამედიცინო ტურიზმს, როგორც მომგებიან ბიზნესს განიხილავს და ამბობს, რომ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარება ოპერაციების ფასს არ გაზრდის.



საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს კი უჩევს საერთაშორისო გამოცდილება გაითვალისწინოს და დაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე მიიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ მათი წამოწყება დიდ შრომას მოითხოვს შედეგი აუცილებლად მათთვის სასარგებლო იქნება, თუ რა თქმა უნდა სხვებივით შუა გზაში არ გაჩერდებიან.

  

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში ქვეყანაში  საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭო  (Georgian Medical Tourism Council) შეიქმნა . პროექტი მიზნად   საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს.


ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up