საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება გაუქმდა. ასევე გაუქმდა სტუმრების რაოდენობის შეზღუდვა რესტორნებში და სპორტულ კომპლექსებზე. დახურულ სივრცეში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე ისევ სავალდებულოა.
პირბადე დახურულ სავალდებულო დახურულ სივრცეში 2020 წლის 17 აპრილს, მხოლოდ ღია სივრცეში იმავე წლის 4 ნოემბერს გახდა, რომელიც 2021 წლის ივნისში გაუქმდა, მაგრამ მხოლოდ 2 თვით. კოვიდრეგულაციების დარღვევაზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჯარიმა ღია სივრცეში პირბადის უქონლობის გამო გამოიწერა. ჯარიმები გასული წლის ივნისში ჩამოიწერა.
28 მარტის მდგომარეობით საქართველოში სულ ინფიცირების 1.647 მლნ შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 720 ლეტალურად დასრულდა.