გია ვოლსკი - აფხაზებს, ქართველებსაც და ოსებსაც მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით ცოდვების შენდობა და ვიყურებით მომავალში

გია ვოლსკი - აფხაზებს, ქართველებსაც და ოსებსაც მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით ცოდვების შენდობა და ვიყურებით მომავალში

access_time2022-03-25 18:20:00

აფხაზებს, ქართველებსაც და ოსებსაც მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით შენდობა ცოდვების და ვიყურებით მომავალში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.


მისი თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა შეშფოთებულია ინფორმაციით, თითქოს მსჯელობა მიმდინარეობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება ძალისმიერი მეთოდით განიხილება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.


„ძალიან გახშირდა იმაზე საუბარი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მქონდა შეხვედრა, წერილითაც გაავრცელეს მათ განცხადება, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ ამ განცხადებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა და არა მარტო ქართველები, ვინც არიან ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეშფოთებულები არიან იმ ინფორმაციით, რომ ჩვენ განვიხილავთ ინტენსიურად და თითქოს ასეთი ტრენდი არსებობს, რომ მსჯელობა მიმდინარეობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება შეიძლება მოხდეს ძალისმიერი მეთოდით, რაც რასაკვირველია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენი პრინციპი არის ურღვევი და აფხაზებსაც, ქართველებსაც და ოსებსაც თქვენი (ჟურნალისტების) მეშვეობით მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით შენდობა ცოდვების და ვიყურებით მომავალში. ჩვენ ახალგაზრდების, მომავალი თაობის საომარ მოქმედებებში ჩართვა არ გვინდა, მათ შორის, არც ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ასე რომ ჩვენი პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.



ipn.ge






თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up