გია ვოლსკი - ცვლილელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ იქნება გამოყენებული ვინმეს უფლებების შელახვისთვის

გია ვოლსკი - ცვლილელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ იქნება გამოყენებული ვინმეს უფლებების შელახვისთვის

access_time2021-04-30 17:20:00

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდის მიზნით მიღებული კანონის არსი და სულისკვეთება გამოყენებული იქნება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს უფლებების შელახვისთვის.


გია ვოლსკიმ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად დაინახა, რომ პრაქტიკულად, ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომელიც თითქოსდა, წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ფაქტობრივად, იქცა მოუთმენლობის, გაუტანლობის და ურთიერთზიზღის შექმნის წინაპირობად და წყაროდ.


„წვრილმანი ხულიგნობა გამოყენებული იქნა, როგორც მექანიზმი, გეგმაზომიერი ქმედება კონკრეტული ადრესატებისადმი, მათ შორის, არიან სამართალდამცავებიც, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფოს წარმოადგენენ. ამას სჭირდება გარკვეული რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა ნიშნავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. თუ ასეთი ერთი ფაქტი მაინც იქნა დაშვებული, რომ ეჭვქვეშ დადგება კანონის მართლზომიერი გამოყენების საკითხი უკანონოდ და გადაჭარბებული სიმკაცრით, კანონი გადახედვასაც მოითხოვს, მაგრამ ამ ეტაპზე მან უპასუხა იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას და სერიოზულ დესტაბილიზაციას განაპირობებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეს პათოსი გასაგებია, რადგან მათ და ევროკავშირს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამ ვითარებაში აღებული და მიაჩნია, რომ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკება და მყარი გარანტიები რაც მათ მიიღეს პოლიტიკური სუბიექტებისგან, არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ დაყენებული ამ საკანონმდებლო ინიციატივით, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კანონი მისი არსი და სულისკვეთება გამოყენებული იქნება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს უფლებების შელახვისთვის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.



ამასთან, გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადოს. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტს აქვს ვეტოს გამოყენების დისკრეცია, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ამის საჭიროება არ არსებობა.


1tv.ge

თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up