„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი.
„ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი გაცამტვრებულია.
უკვე რამდენი წელია ლარის სერიოზული გაუფასურების ტენდენცია გვაქვს. ბოლო 7-8 წელში 2-ჯერ დაეცა ლარის ღირებულება. ისეთი ეკონომიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმპორტზე დამოკიდებული, ნიშნავს მაღალ ინფლაციას და იქ კიდევ მანიპულაციები რომ არ ხდებოდეს, დავინახავდით რომ ფასების ზრდა უფრო მაღალი გვაქვს.
ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას. აიჩემეს ლარიზაცია. ისეთ რაღაცებზე გააკეთეს აქცენტი, რომელიც არანაირად არ იყო სწორი და გამართლებული. იმის მაგივრად, რომ უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლებისთვის შეეწყოთ ხელი, პირიქით, უფრო მეტი შეზღუდვები და აკრძალვებია. ასე ვთქვათ, „ჩაჩრა“ მსესხებლისა და გამსესხებლის ურთიერთობაში. ასე რომ, რაღაც ინტერვენციონისტული, ზედმეტად აქტიური მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგი ის არის, რომ ლარი ასეთ მდგომარეობაში გვაქვს. სამრაცხვინოა ეროვნული ბანკის შედეგები ამ ხნის განმავლობაში“, - აცხადებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.