ეკონომიკური კრიზისის დროს, რა შეიძლება იყოს სუპერიახტაზე უფრო გამორჩეული? რა თქმა უნდა, ტერაიახტა.
იახტაზე იტალიური ლაზარინის სტუდია მუშაობს. სტუდიის ხელმძღვანელის, პიერ პაოლო ლაზარინის თქმით გიგანტური იახტის მშენებლობას, რომელსაც კუს ფორმა ექნება, 8 მილიარდი დოლარი დასჭირდება. იახტის სიგრძე 550 მეტრი იქნება, სიგანე - 610. დიზაინერის თქმით, ეს იქნება მცურავი ქალაქი სასტუმროებით, სავაჭრო ცენტრებით, პარკებით და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით. იახტას პორტებიც კი ექნება, რომელიც პატარა გემებს მოემსახურება.
სად აშენდება იახტა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ადგილი საუდის არაბეთი, მეფე აბდულას პორტი იქნება.
ლაზარინი იმედოვნებს, რომ მშენებლობა 2033 წელს დაიწყება და რვა წელიწადში დასრულდება. უკვე მუშაობს crowdfunding პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ 16$-ად ვირტუალური ბილეთი შეიძინოთ და იახტაზე ვირტუალურად მოხვდეთ. ბინის შეძენა, NFT-ის საშუალებით, $169-დაა შესაძლებელი.
ეს ვირტუალურად, თუ ნამდვილი აპარტამენტი გსურთ, ფული დეპოზიტზე უნდა ჩარიცხოთ, წერს BBC-ი.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა