გიგი წერეთელი - მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი, ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა

გიგი წერეთელი - მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი, ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა

access_time2021-08-12 13:40:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ხელისუფლების სამოქმედო გეგმა გააკრიტიკა და პარტიის სახელით ხელისუფლებას 3 წინადადება შესთავაზა.



როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი, რისთვისაც საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა. ამასთან, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ვაქცინირებულ მოქალაქეებს სხვადასხვა შეღავათი უნდა ჰქონდეთ.



„დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება ძალიან მძიმეა. არავითარი დამატებითი დრამატიზება ამას არ სჭირდება, ვხედავთ ციფრებს, მონაცემებს და ანალიტიკას. ძალიან სამწუხაროა, რომ თავისი შედეგებით და დღეს არსებული ვითარებით საქართველო ძალიან მაღლაა იმ უარყოფით სიაში, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ეს ეხება როგორც კორონავირუსის გავრცელების სიხშირეს, ასევე სიკვდილიანობას. მთლიანობაში, სამწუხაროდ, ბევრი ზომა არის არაეფექტური, მათ შორის ვაქცინაციის ტემპები, საინფორმაციო კამპანია, მენეჯმენტი, საწოლების რაოდენობა და სხვა, რაზეც ყოველდღიურად არის საუბარი. დღეს გვინდა „ევროპული საქართველოს“ სახელით რამდენიმე მოწოდება, მოთხოვნა და იდეა შევთავაზოთ საქართველოს ხელისუფლებას. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას თვითკმაყოფილების ტონით ესაუბრებიან, ხშირად ისევ ტრაბახს ვისმენთ, ამას სჯობდა კონკრეტული ეფექტიანი ინსტრუმენტები გამოეყენებინათ. 3 ძირითადი საკითხია, ეს არის მაქსიმალურად გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი და ის რეალურად გახდეს მასობრივი. ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში“, - განაცხადა წერეთელმა.




მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წამახალისებელი ღონისძიებებისა და შეღავათების დაწესება ვაქცინირებული ადამიანებისთვის.



„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს სისტემა დაამუშავოს, აამოქმედოს და რაც შეიძლება მეტი წამახალისებელი ღონისძიება იყოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აიცრებიან“,-განაცხადა წერეთელმა.


IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up