გიგლა აგულაშვილი: საქართველოში 1 ტყვიის გავარდნაც სატრანზიტო შესაძლებლობებს ჩაშლის

გიგლა აგულაშვილი: საქართველოში 1 ტყვიის გავარდნაც სატრანზიტო შესაძლებლობებს ჩაშლის

access_time2022-05-23 16:00:38

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს გაზრდილ სატრანზიტო დატვირთვასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 1 ტყვიის გავარდნის შემთხვევაშიც კი ახლად გაჩენილი შესაძლებლობები მომენტალურად გაქრება. მისივე თქმით, ახალმა გარემოებებმა შესაძლოა ანაკლიის პორტს ახალი სიცოცხლე შესძინოს. „კომერსანტი“ გიგლა აგულაშვილის პოსტს სრულად გთავაზობთ:


„არასპეციალისტის მოკრძალებული აზრები:


1. საქართველოს ტერიტორიაზე ერთი ტყვიის გავარდნაც კი ჩაშლის ამ შესაძლებლობას და ეს ტვირთები სხვა, ალტერნატიულ გზებს იპოვნიან


2. შესაბამისად, ვინც ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან მოგვიწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი დაბრუნებისაკენ, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს ამ შესაძლებლობის მოსპობას (ვინ და რატომ პედალირებს ამ საკითხს, ეგ კიდევ ცალკე საფიქრალია)



3. აქვე ვიტყვი, რომ მაშ, ომი გინდათ მოქილიკეებმა უნდა გააცნობიეროთ, რომ რუსეთთან ომს კი არ გავურბივართ (მათთან ისედაც ვართ დაპაუზებულ ომში), არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქე ეთნიკურ აფხაზებთან და ოსებთან. თუ ასე არაა, აბა სად, რომელ არეალში აპირებთ რუსეთთან ომს?! (ნუ დამიწყებთ აქ კამათს, რომ ომისთვის უნდა ვემზადოთ, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე ვიზრუნოთ, ტერიტორიული თავდაცვის ინსტიტუტი გავაძლიეროთ, დასავლეთის პარტნიორებთან თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, დემოკრატია გავაძლიეროთ და ა.შ.)


4. ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ანაკლია აშენებულია. მაშინ უნდა წარმოიდგინოთ ძაბრიც და გაითვალისწინოთ, რომ ანაკლია ვერ გახდება ამ სატრანსპორტო სქემის ანი და ჰოე, მასზე მიბმულმა სატრანსპორტო კვანძებმა, მაგალითად, რკინიგზამ და მეზობელი ქვეყნების პორტებმა ასევე უნდა შეძლონ მზარდი ტვირთბრუნვის ოპერირება.
ვვარაუდობ, რომ რუსეთ-უკრაინის ომით შექმნილმა ვითარებამ, მაღალი ალბათობით, უნდა მოხსნას ის წინააღმდეგობები, რაც კულისებში ჰქონდა ანაკლიის პროექტს და ახალი ინვესტორებიც უნდა გამოჩნდნენ


5. ვისაც უნდა სერიოზულად გაერკვეს, თუ რატომ ჩაიშალა ანაკლიის პორტის მშენებლობა, მინიმუმ, უნდა გაეცნოს კონსორციუმის სხდომის ოქმებს, რომ გაიგოს როგორ და რა დროში შეასრულეს ან არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები მხარეებმა, ვინ რა პრეფერენციებს ითხოვდა, ვინ და რატომ დატოვა კონსორციუმი, ვის და რამდენჯერ გადაუვადდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა და ა.შ.


და ბოლოს:


ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივას, თავდაცვის და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში ჩვენს ჩართვას, საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში რეალური როლის შეძენას სჭირდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მზაობა, პროფესიონალური დისკუსიები და ანალიზი, თანამშრომლობა, დიალოგი და ჩართულობა. ვისაც სურს, საბოლოოდ და შეუქცევადად ჩამოვშორდეთ რუსულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებს, მათთვის ეს ამოცანები უნდა გახდეს პრიორიტეტი“, – წერს გიგლა აგულაშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up