Gilead Sciences-ი აშშ-ში covid-19-ის მედიკამენტის, რემდესივირის ორ პარტიას ამოიღებს მას შემდეგ, რაც მიიღო საჩივარი ფლაკონებში არსებულ შუშის ნაწილაკებზე, რაც კომპანიის გამოძიებითაც დადასტურდა.
კომპანია მოხმარებიდან ამოიღებს 55000 ფლაკონს, რაც 11000 ჰოსპიტალიზებული პაციენტის სამკურნალოდ არის საკმარისი. კომპანიის წარმომადგენელის, კრის რიდლის განცხადებით, ამოღება არ მოახდენს გავლენას წამლის მიწოდებაზე აშშ-ში ან დანარჩენ მსოფლიოში.
Gilead-ის განცხადების თანახმად, “ინექციამ, რომელიც შეიცავს შუშის ნაწილაკებს, შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება ან შეშუპება. თუ მინის ნაწილაკები სისხლძარღვებში აღწევს, მათ შეუძლიათ შეაღწიონ სხვადასხვა ორგანოებში და დაბლოკონ სისხლძარღვები გულში, ფილტვებში ან ტვინში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და სიკვდილიც კი”.
Remdesivir, იგივე veklury, ძირითადი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის გამოიყენება.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"