„გინდა, ეს მოგხვედრია ახლო დისტანციიდან და გინდა, იარაღი უსვრია ვინმეს“ - გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

„გინდა, ეს მოგხვედრია ახლო დისტანციიდან და გინდა, იარაღი უსვრია ვინმეს“ - გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

access_time2022-12-30 14:00:43

დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე ამბობს მოსახლეობას პიროტექნიკისგან თავის შეკავებას ურჩევს.  როგორც მან ტელეეთერში განაცხადა გასულ წელს, ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში  მის სამედიცინო დაწესებულებაში 300 პაციენტი მიიღეს და 25 ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა.



„გასულ წელს 300 პაციენტი მივიღეთ, მათგან 25 სტაციონარული მკურნალობა დაჭირდა, დაახლოებით ამდენს დაჭირდა ოპერაციაც. მაგრამ ეს არ არის სრული სურათი, ძალიან ხშირია თვალის დაზიანება, ამპუტირებული კიდურები და ასე შემდეგ. ამ პერიოდში ნებისმიერი ქირურგიული განყოფილება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. დაახლოებით 47%-ში ზიანდება მარჯვენა მტევანი და  წინამხარი, 17%-ში სახე და თვალები, შემდეგ მოდის მუცლის ნაწილი და ქვემო კიდურები, მარცხენა ზედა კიდური და ასე შემდეგ,“- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.



მედიკოსის თქმით, დღესასწაულებზე სროლა არ წარმოადგენს ისეთ ტრადიციას, რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია.




„საქართველოში გინდა არ გინდა ხმაურის და გასროლის ტრადიციაა, კალანდობა, ძეობა, მაგრამ ეს არ არის ტრადიცია, რომელსაც უნდა გავყვეთ. ძალიან ბევრ ქვეყანაშია პიროტექნიკა აკრძალული,“- აღნიშნა ქაშიბაძემ.



დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პიროტექნიკა არ წარმოადგენს სათამაშოს და რიგ შემთხვევაში ის ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსად სახიფათოა.



„ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ეს არ არის სათამაშო, ეს არ არის გასართობი, შეიძლება შეფუთვა სათამაშოს ჰგავდეს. გინდა ეს მოგხვედრია ახლო დისტანციიდან და გინდა იარაღი უსვრია ვინმეს. ყველაზე პატარამაც კი , „ბომბოჩკებს“ რომ უძახიან, შეიძლება ბავშვის თითების ამპუტირება გამოიწვიოს.  ნებისმიერ დღესასწაულს თან ახლავს ტრავმიანობის მომატება, გარკვეული ეიფორიაა, ყურადღება მოდუნებულია, ადამიანებიც ნასვამები არიან. გარდა ადამიანებისა ასეთი ხმაური  სტრესულია ცხოველებისა და ფრინველებისთვისაც.


ახალი წლის დღეებში დაზიანებული პაციენტების 60% ბავშვია. მიზეზი სხვადასხვაა ზოგჯერ არასწორად გამოიყენეს, ზოგჯერ ინსტრუქციას მიჰყვნენ, მაგრამ თვითონ პიროტექნიკა იყო დაზიანებული,“- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up