როტრდამის პორტში საბორნე ექსკურსიები ტარდება კონტეინერმზიდის Ever Given გარშემო, რომელმაც მარტის ბოლოს ერთი კვირით გადაკეტა ბოსფორის სრუტე. ნიდერლანდების პორტში ხომალდი უქმეებზე გაჩერდა, ექსკურსიებზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.
ამის შემდეგ 400–მეტრიანი კონტეინერმზიდი ბრიტანეთის პორტ ფელიკსტოუში გაემართება.
როტრდამის პორტში 90–წუთიანი ექსკურსიების ბილეთები გაიყიდა და ექსკურსიები იმ პერიოდში ტარდებოდა, ვიდრე ხომალდიდან ტვირთის ნაწილი, 18 000 კონტეინერი გადაიზიდებოდა, წერს The Wall Street Journal. ექსკურსიის ბილუთის ფასი 10,95 ევროს შეადგენს და კვირა დღის ბოლომდე ყველა ბილეთი გაყიდულია.
თავად ხომალდზე ტურისტებს ასვლის უფლება არ მიეცათ. ბორტზე არავის უშვებენ, გარდა ძირითადი პერსონალისა, წერს The Wall Street Journal. ამის მიზეზი უსაფრთხოება და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სახელდება.