გიორგი აბაშიშვილი - ცალკე აღებული ინტერვენციების იმედზე ყოფნა გაუმართლებელია, სხვა პერიოდშიც გვინახავს, რომ კურსი უფასურდება და მერე ისევ მყარდება - არ მინდა „განიავებული“ რეზერვი შეგვრჩეს

გიორგი აბაშიშვილი - ცალკე აღებული ინტერვენციების იმედზე ყოფნა გაუმართლებელია, სხვა პერიოდშიც გვინახავს, რომ კურსი უფასურდება და მერე ისევ მყარდება - არ მინდა „განიავებული“ რეზერვი შეგვრჩეს

access_time2022-03-10 15:30:00

ცალკე აღებული ინტერვენციების იმედზე ყოფნა გაუმართლებელი მგონია, რადგან სხვა პერიოდშიც გვინახავს, რომ კურსი უფასურდება და მერე ისევ მყარდება - არ მინდა „განიავებული“ რეზერვი შეგვრჩეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ჯეოქეისის მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ვისთანაც დღეს ყველაზე ნაკლები პრეტენზია უნდა გვქონდეს, ეროვნული ბანკია. აბაშიშვილის შეფასებით, ის ვითარებას მართავს სწორად, ნაკლები პოპულიზმით.

„ვფიქრობ, გაუფასურების ნაწილში ყველაზე დიდი წილი ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება. რეალურად ვითარება გვაჩვენებს, რომ დღეს ყველაზე უფრო ნაკლები პრეტენზია ვისთანაც უნდა გვქონდეს, ეს ეროვნული ბანკია. ჯამში ვითარებას აფასებს და მართავს სწორად, ნაკლები პოპულიზმით. უკვე მერამდენე შოკის გადატანა უწევს, ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა, ასევე ვხედავთ, როგორ უმტკივნეულოდ მართა სანქცირებული „ვითიბი ბანკის“ ვითარება. ფაქტობრივად, ქვეყნის საფინანსო სისტემამ ვერაფერი იგრძნო. თითქოს რიგითი ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია იყო“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება სავალუტო ინტერვენციებს, მისივე თქმით, ასეთი ე.წ. „მუდმივი შოკის“ პირობებში სწორია, რომ კურსს შესწორების საშუალება მიეცეს და რეზერვების ხარჯვას ფრთხილად მოვეკიდოთ - მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მეტად გამართლებული იქნება.

„გუშინდელი ჩარევა მგონია, რომ სწორი იყო. ცალკე აღებული ინტერვენციების იმედზე ყოფნა გაუმართლებელი მგონია, რადგან სხვა პერიოდშიც გვინახავს, რომ კურსი უფასურდება და მერე ისევ მყარდება - არ მინდა „განიავებული“ რეზერვი შეგვრჩეს.


რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციებს, ხშირად ხდება უკრაინულ გრივნასთან შედარება, რაც ტოტალურად შეცდომა და არაკვალიფიციური მიდგომაა. იმ დროს, როდესაც უკრაინაში სავალუტო ბაზარი და სავალუტო ოპერაციები გაჩერებულია, თქმა, რომ უკრაინაზე მეტად საქართველოში გაუფასურდა ვალუტა, წარმოუდგენელი არგუმენტია. სხვა მხრივ კი, ყველა სხვა ქვეყანას რომ თავი დავანებოთ, ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში - პოლონეთში, უნგრეთში ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ლარი, იგივე მდგომარეობაა ჩეხეთში. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია უფრო დადასტურებულად ვთქვათ, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და ეს ყოველივე გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას მორიგი შოკის დაძლევასთან მიმართებით“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up