გიორგი აბაშიშვილი - ერთადერთი, რითაც დღეს რუსეთი რუბლს ასულდგმულებს, ეს არის შემოსავლები ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან

გიორგი აბაშიშვილი - ერთადერთი, რითაც დღეს რუსეთი რუბლს ასულდგმულებს, ეს არის შემოსავლები ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან

access_time2022-03-25 21:30:00

რუსეთმა თავისი მოთხოვნით ევროკავშირს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ევროკავშირს კიდევ უფრო სწრაფად, უფრო ხისტი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები დამოკიდებულების შესამცირებლად,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა დასავლეთის პოზიცია, რომლის თანახმადაც, რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა.


აბაშიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობაზე უარს იტყვის. მისი თქმით, რუსეთი აღარ არის პირობების განმსაზღვრელი სუბიექტი.


„ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ვნახეთ, რაოდენ ერთიანია ის სანქციებთან მიმართებით, რომელიც რუსეთს დაუწესა. ევროკავშირმა და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობამ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას გაუძლო და კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.


რუსეთის მოთხოვნა, რომ გადახდა რუბლში მომხდარიყო, საფუძველშივე აბსურდული იყო. რუსეთი ცდილობს, მის ფაქტობრივად განადგურებულ საფინანსო სისტემას რაღაც ტიპის ფუნქცია მაინც დაუბრუნოს. თუმცა ეს უკვე შეუძლებელია და ცალსახად, ცხადზე ცხადი იყო, რომ ევროკავშირი ამ მოთხოვნას არცერთ შემთხვევაში არ დაჰყვებოდა. რეალურად, რუსეთს ფაქტობრივად ერთადერთი ყველაზე უფრო მტკივნეული თემა რჩება, რომელიც მას ნამდვილად ძალიან აწუხებს - ეს არის ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მისაღები შემოსავალი. არ ველოდები, რომ რუსეთი უარს იტყვის ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობაზე. რუსეთი აღარ არის პირობების განმსაზღვრელი და მოკარნახე სუბიექტი. ნავთობი და გაზი ფაქტობრივად ერთადერთი საგარეო შემოსავლის წყაროა, რითაც ჯერ კიდევ ცოცხლობს. რუსეთმა თავისი მოთხოვნით ევროკავშირს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ კიდევ უფრო სწრაფად, უფრო ხისტი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, რომ დამოკიდებულება შეიმციროს და იყო კიდეც ამაზე მინიშნებები. კლიმატური, სეზონური სიტუაციიდან გამომდინარე, ისედაც, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა დღითიდღე მცირდება. ასე რომ, შანტაჟი, რომელიც შეიძლებოდა რუსეთს იანვარში გამოსვლოდა, ვერ გამოუვა აპრილში, აპრილის ბოლოს და მითუმეტეს, მაისში. ვიცით, რომ მას შეუძლია ადამიანების ბედით განახორციელოს შანტაჟი, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანები ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები ბუნებრივ აირზე.



რუსეთის ასეთი ქმედებები ნამდვილად კარგია იმიტომ, რომ ევროკავშირი და დანარჩენი მსოფლიო ხვდება, რომ რუსეთთან არცერთი ნაბიჯის დათმობა არ ღირს, რადგან რუსეთი ნებისმიერ მდგომარეობაში აჩვენებს მის სახეს. მთავარი არის რუსეთისგან რაც შეიძლება სწრაფად დისტანცირება და ვფიქრობ, ეს მოხერხდება. ბოლო ბერკეტებია რუსეთის, რითაც ის ოდნავ მაინც აცოცხლებს საკუთარ ეკონომიკას. ამ ბერკეტების გამოცვლის შემდეგ ეკონომიკის ჩამოშლის სხვა მასშტაბები იქნება. ჩამოშლა გარდაუვალია, უბრალოდ დროში საოცრად, ბევრად მეტად დაჩქარდება.


ერთადერთი, რა საშუალებითაც დღეს რუსეთი რუბლს ასულდგმულებს, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს, ეს არის შემოსავლები ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან. ამ ფაქტორის გამოცლა და შემცირება ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდება ამ ისედაც გარდაცვალების პირას მყოფი ვალუტის და მთლიანად საფინანსო სისტემის დასრულება. ეს პროცესს აჩქარებს. მომწონს ეს - განაგრძოს რუსეთმა ასეთი შანტაჟი, უბრალოდ ერთ დღეს გაიაზრებს, რომ აღარასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც ის ვინმეს რამე პირობას უკარნახებს“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს. მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up