გიორგი აბაშიშვილი მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გახდა

გიორგი აბაშიშვილი მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გახდა

access_time2022-03-28 16:50:19

ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი გიორგი აბაშიშვილი მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გახდა. იგი „კომერსანტის“ გუნდს ახალი პროექტების გენერირებასა და რეალიზაციაში დაეხმარება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ავტორი და წამყვანია. ამიერიდან მის ამოცანებში შევა მედიაჰოლდინგის ბიზნეს მიმართულების განვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გააქტიურება, რადიოსა და საინფორმაციო პორტალისთვის ახალი პროექტების გენერირება და სხვ.



გიორგი აბაშიშვილი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ჯეოქეისის მკვლევარი 2021 წლიდან, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში 2019 წლიდან, 2020-2021 წლებში იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს კვლევების სახლის დირექტორი, 2019-2020 წლებში იყო ილიას სახელმწიოფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დირექტორი, ჯიპას პროფესორი და კანცლერი,  2014-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. 2005 წლიდან თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: IRI, USAID, KAS, BOELL Foundation, FES, VVD International, NIMD, და ა.შ.


გიორგი აბაშიშვილის ბიზნეს მედია გამოცემებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2010-2011 წლებში მუშაობდა ინტერნეტ გამოცემა www.netgazeti.ge-ის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორად, ასევე მიჰყავდა ეკონომიკური გადაცემა,  2011 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა მედიაჰოლდინგ კომერსანტთან - იყო გადაცემა პროფესიონალების წამყვანი, 2011 წლიდან არის ბიზნესპორტალ www.bpi.ge დამფუძნებელი, 2011-2014 წლებში წერდა ანალიტიკურ სტატიების ჟურნალებისათვის ლიბერალი, ტაბულა, ფორბსი. 2020-2021 წლებში იყო გადაცემა ბიზნეს პარტნიორის თანაწამყვანი,  2021 წელს ბიზნეს ინსაიდერის კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის ფარგლებში დაიწყო ახალი საავტორო გადაცემა რადიო კომერსანტზე - ბიზნეს ინსაიდერი, 2021 წლიდან დღემდე წერს ანალიტიკურ სტატიების და მოსაზრებებს კომერსანტის, ბლუმბერგი ბიზნეს ფორმულას, ინტერპრესნიუსისა და ბიზნეს ინსაიდერისათვის. არის მსოფლიოში ცნობილი ქართულ ენაზე თარგმნილი რამდენიმე ბიზნეს ლიტერატურის რედაქტორი, არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up