გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის „ააშენე საქართველო“ მრჩეველთა საბჭოს წევრად დასახელდა

გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის „ააშენე საქართველო“ მრჩეველთა საბჭოს წევრად დასახელდა

access_time2022-10-23 11:00:42

გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის „ააშენე საქართველო“ მრჩეველთა საბჭოს წევრად დასახელდა.

22 ოქტომბერს რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის - „ააშენე საქართველო“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი 2-წლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში წარმატებული ლიდერების და ახალგაზრდების ჩართულობას მიმდინარე პროცესში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.


მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის და კომპრომისის გზით პროცესი მოამზადებს ნიადაგს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონსენსუსის მიღწევაზე არაფორმალურ გარემოში.


პროექტში ჩართულია 60 მონაწილე შემდეგი სამიზნე ჯგუფებიდან: ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, ახალგაზრდები და რელიგიური ორგანიზაციები.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ექსპერტ ფასილიტატორების მხარდაჭერით, გამოიყენებს საზოგადოებრივი დიალოგის მიდგომას, რათა შექმნას საერთო საფუძველი სხვადასხვა აქტორებს შორის. შემოთავაზებული მიდგომა ორიენტირებული იქნება არაფორმალურ გარემოში კონსენსუსის მიღწევაზე, რაც სამომავლოდ ქმნის გაზრდილი თანამშრომლობისა და კომპრომისის საფუძველს.



ღონისძიებას გახსნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამების დირექტორმა, ჯონ დიპირომ.


ღონისძიების გახსნით პანელზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა: „ჩემთვის პატივი და გამოწვევაა მრჩეველთა საბჭოს წევრობა,ააშენე საქართველო პროექტში ყოფნა - ეს გამოწვევაა, ვინაიდან მაქვს შეგრძნება და გააზრებული მაქვს რომ ინიციატივის შედეგებზე პასუხი მეც მეკისრება! IRI-თან ერთად მიზნის შესრულება საპატიოცაა და მიღწევადიც. ცალსახაა, რომ ქვეყანაში ფუნდამენტურ საკითხებზე კვალიფიცური დისკუსიის აუცილებლობაა საჭირო, კვალიფიციური და ცოდნაზე დაფუძნებული დისკუსია მონაწილე მხარეებს ათავისუფლების ზედმეტი წნეხისგან“.


თემატურ დისკუსიებში ახალგაზრდების მაქსიმალური ფართო ჩართულობას უბრალოდ ალტერნატივაც არ აქვს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up