გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – ეკონომიკის სიახლეები მსოფლიოდან

გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – ეკონომიკის სიახლეები მსოფლიოდან

access_time2022-04-06 11:30:32

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


Twitter ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა EBRD-ს გადაწყვეტილებას რუსეთსა და ბელარუსში მუშაობის შეწყვეტასა და პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით.


უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესებასთან დაკავშირებით. მადლობას უხდის ევროკომისიას და სთხოვს პარტნიორებს ,რომ ამ მიმართულებით არ გაჩერდნენ.


პრეზიდენტი ბაიდენი წერს, რომ ობამას თეთრ სახლში უმასპინძლა. ასევე აღნიშნავს, რომ ზრუნვის აქტის ფარგლებში, საშუალო ამერიკული ოჯახი წელიწადში $2400–ს ზოგავს .


WSJ წერს, რომ პუტინის ორი ქალიშვილისთვის, ევროკავშირი ამზადებს სანქციებს, რომელიც უშუალოდ მათ შეეხებათ.


რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: გაზიდან და ნავთობიდან რუსეთმა მოსალოდნელზე $3.6 მლრდ–ით ნაკლები მიიღო.


ბიზნეს ინსაიდერი



რუსეთის მსხვილი სახელმწიფო კომპანიები დეფოლტის ზღვარზე არიან, განსაკუთრებით აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების შემდგომ. მათ შორის რთულ მდგომარეობაშია საბანკო სფეროს სიდიდით მეორე VTB , რუსეთის სახელმწიფო რკინიგზა და სხვა რუსული კომპანიები. როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ისინი კრიზისიდან გამოსავალს ვერ პოულობენ.


აშშ-მა დაბლოკა რუსეთი და ის ვერ იყენებს ბონდების გადახდისთვის ამერიკული ბანკების ანგარიშებს, რაც ბიზნეს ინსაიდერის თანახმად, ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ უბრუნდება დეფოლტის ზღვარს.


დონალდ ტრამპის პერსონალური ქონება $600 მლნ–ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა. აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში, პირიქით – მნიშვნელოვნად შემცირდა ტრამპის პერსონალური ქონება.


პუტინი დასავლეთს სასურსათო კრიზისით ემუქრება. ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ მეგობარ ქვეყნებში განახორციელებს შესაბამის ექსპორტს. ასევე პუტინი საუბრობს, რომ ამ პროცესს მოჰყვება მიგრაცია. მანამდე რუსეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა ძლიერი იარაღი სანქციებზე საპასუხოდ.


რუსული გემები (ამ ეტაპზე საუბარია 18 გემზე) რუსულ დროშას ცვლიან და მარშალის კუნძულების დროშით რეგისტრირდებიან ამ გზით ცდილობენ,რომ თავი აარიდონ სანქციებს და მათი აზრით ეს ახალი ტაქტიკა ხელს შეუწყობს რუსეთთან კავშირებს.


აშშ-ის ხაზინის მდივანი პირველ დიდ მოხსენებას გააკეთებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, რომელსაც ყოვლისმომცველ მოხსენებასაც უწოდებს. იგულისხმება ანალიზი, რომელიც შეეხება კრიპტოვალუტის დადებით და უარყოფით მხარეებს.


FT


უკრაინაში კონფლიქტი რუსეთის დემოგრაფიულ კრიზისს აღრმავებს. ეს ყველაფერი აჩქარებს რუსეთის სამუშაო ძალის გაქცევას ქვეყნიდან, რომელსაც ემატება დაბალი შობადობის მაჩვენებელი და პანდემიის დროს გაზრდილი სიკვდილიანობა.


აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს აანონსებს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვებს ახალ ინვესტიციებზე, განსაკუთრებით ენერგოსექტორში .


აბრამოვიჩი, როგორც მილიარდერი არსაიდან. მანამდე საერთაშორისო პრესა და ანალიტიკოსები წერდნენ, რომ მან დიპლომატიასა და მოლაპარაკებებში ჩართვა მხოლოდ ქონების გადარჩენის გამო გადაწყვიტა.


ბრიუსელი ამზადებს აკრძალვებს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტსა და ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე. აღსანიშნავია, რომ რუსული ქვანახშირის ყველაზე დიდი მომხმარებლები ევროპაში გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები არიან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up