გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – ეკონომიკის სიახლეები მსოფლიოდან

გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – ეკონომიკის სიახლეები მსოფლიოდან

access_time2022-04-05 09:55:57

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბაშიშვილმა რადიო „კომერსანტზე“ ახალი რუბრიკა შექმნა – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს კომერსანტის დილის ეთერში 10:05 საათზე გადაიცემა და მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


Financial Times წერს ბაიდენის ე.წ. მილიარდერების გადასახადის საკითხზე, განიხილავს მას, როგორც დაუფიქრებელს და აღნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა უნდა იფიქროს უფრო ყოვლისმომცველ საგადასახადო რეფორმაზე, იყოს უფრო ამბიციური, ვიდრე გამოიყენოს ხრიკები. შემოსავლების უთანასწორობის გადანაწილების საკითხებზე მომუშავე ცნობილი ფრანგი ეკონომისტი ტომას პიკეტი ნიუ–იორკ თაიმსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბაიდენის ეს ინიციატივა „უკეთესია, ვიდრე არაფერი“.


ვიქტორ ვექსელბერგს 90 მილიონიანი იახტა ჩამოართვა ესპანეთმა აშშ–ის მოთხოვნის შემდგომ


გამოცემა Insider აღნიშნავს, რომ რუს ოლიგარქებს ამ დრომდე დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ღირებულების იახტები ჩამოართვეს ევროპაში. ცალკეული იახტების ფასი 8–დან 606 მილიონ დოლარამდე მერყეობს.


გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთზე ენერგოდამოუკიდებლობის შესამცირებლად ახალი სანქციები მოამზადეს. ის ფიქრობს, რომ უნდა გააძლიერონ ზეწოლა პუტინზე, ისე რომ თავად არ დაზარალდნენ და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეამცირონ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.


ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ევროზონის ეკონომიკაზე გავლენის შესახებ იმსჯელეს ლუქსემბურგში. ამავე დროს განიხილეს ციფრული ევროს დიზაინი.



გერმანიის ფედერალურმა ენერგო მარეგულირებელმა, როგორც „დროებითმა რწმუნებულმა“, აიღო კონტროლი „გაზპრომ გერმანიაზე“. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „გაზპრომ გერმანია“ ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გერმანიაში და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გაზის მიწოდებაზე.
იპონია კრძალავს მაღალი კლასის მანქანების და სხვა მდიდრული პროდუქციის ექსპორტს რუსეთში.


Insider ასევე წერს ნავთობის ფასის სწრაფ ზრდაზე და აცხადებს, რომ ორშაბათიდან საუდის არაბეთმა გაზარდა ფასი გადაზიდვებზე აზიის მიმართულებით. აღნიშნულია, რომ ესეც ომის შედეგებია.


JP Morgan–ის CEO ჯეიმი დაიმონი გამოდის მოწოდებით, რომ მიუხედავად ფეთქებადსაშიში ვითარებისა, რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები უნდა დაწესდეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს ომი შეამცირებს გლობალურ ეკონომიკას.


ჰილარი კლინტონის განცხადება: საჭიროა მეტი ზეწოლა და წნეხი პუტინზე და რუსეთზე. თუ პუტინი შეეცდება დიდი ოცეულის სამიტზე დასწრებას, საჭიროა მისთვის ბოიკოტის გამოცხადება.


მსოფლიო საფინანსო ბაზრიდან გარიყვის შემდეგ სბერბანკმა დააანონსა კრიპტოვალუტა - სბერკოინი. აშშ და პარტნიორები ფიქრობენ, რომ რუსეთი გვერდს აუვლის სანქციებს ამით.


მართე ბიზნესი ომის ზონიდან – ციფრული სტარტაპი ომის დაწყების დღიდან მუშაობს უკრაინაში და ცდილობს ხელი შეუწყოს უკრაინის ეკონომიკის წინსვლას. ისინი სხვა უკრაინულ კომპანიებს მოუწოდებენ, რომ ყველაფერი გააკეთონ საქმიანობის გასაგრძელებლად.


Twit

EBRD–ის მმართველმა საბჭომ რუსეთი და ბელარუსი ამორიცხა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას და შეაჩერა საქმიანობა ამ ქვეყნებში.


აზიის განვითარების ბანკი აღნიშნავს, რომ ის არის საქართველოს უმსხვილესი განმავითარებელი პარტნიორი 1.7 მილიარდი დოლარზე მეტი აქტიური პორტფელით და მზად არის გააფართოოს ქვეყნის დახმარება პოსტპანდემიურ პერიოდში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up