გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

access_time2022-04-07 11:25:01

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

ინსაიდერი წერს, რომ რუსეთი კიდევ  ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა დეფოლტს მას შემდეგ, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული  ბონდების რუბლით გადახდის შესახებ გააკეთა  განცხადება ფინანსთა სამინისტრომ.


ტვიტერზე: ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი წერს, რომ შემდგომი სანქციები უფრო მეტად დაასუსტებს რუსეთის ეკონომიკას. კერძოდ, სრულად აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი, გაიყინება რუსეთის უმსხვილესი ბანკის აქტივები და რუსეთში  ახალ ინვესტიციებზე სანქციები დაწესდება.


ტვიტერზე: ,,გარკვევით განვმარტე, რომ რუსეთი  დაუყოვნებლივ გადაიხდიდა მძიმე ფასს მისი სისასტიკისთვის ბუჩაში“ – ასე ეხმაურება ბაიდენი ახალ სანქციებს. ენტონი ბლინკენი, სახელმწიფო მდივანი, კიდევ ერთხელ აკონკრეტებს, რომ სანქციები შეეხება რუსეთის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს, პუტინის ორ და ლავროვის ერთ სრულწლოვან შვილს, ლავროვის მეუღლეს, რუსეთის უშიშროების საბჭოს 21 წევრს და ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს.


ევროკომისიამ დააწესა სანქციები რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე,  მაგრამ არ დაუწესებია ბუნებრივ აირზე. ბიზნეს ინსაიდერი ყურადღებას ამახვილებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს არ უსაუბრია ბუნებრივ გაზთან მიმართებაში.


ევროკომისიისა და ევროკავშირის სანქციების კომენტირებისას, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე გააზიარა საკუთარი ინტერვიუ სიენენთან. სადაც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან სანქციებში არ მოხვდა ნავთობი. ის თვლის, რომ ზოგდად კარგია ქვანახშირზე აკრძალვები, მაგრამ რუსეთის ბიუჯეტს უფრო მეტი ზიანი რომ მიადგეს, საჭიროა ნავთობ პროდუქტების აკრძალვაც.


FT: ევროკავშირი აფართოებს სანქცირებულ პირთა სიას და სავარაუდოდ ამატებს კიდევ ორ რუს ოლიგარქს. უმსხვილესი  სბერბანკის ხელმძღვანელს ჰერმან გრეპს და ე.წ ,,ალუმინის ოლიგარქს“ ოლეგ დერიპასკას.

 


დასავლეთი ,,ყველაზე მძიმე“ სანქციებს უწესებს ორ უმსხვილეს რუსულ ბანკს. პირველი - ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ბანკს სბერბანკს, მეორე - ყველაზე მსხვილ კერძო ალფა–ბანკს.

 

Insider: სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთში საავტომობილო ბაზარს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაძვირებული და  რთულად ხელმისაწვდომია ავტონაწილები. შესაბამისად არის მოლოდინი, რომ ევროპულ და იაპონურ მანქანები რუსეთში ჩინური და ინდური წარმოების ავტომობილები ჩაანაცვლებენ.


რუსეთიდან გაქცეული ოლიგარქი ხადარკოვსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე  და რუსულ ელიტაზე გავრცელებული სანქციები ვერ ააღებინებს პუტინს ხელს უკრაინაში ომზე. ის თვლის, რომ საჭიროა პუტინისთვის თანმიმდევრული ძალის ჩვენება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.


ინსაიდერი: ჩინეთი უარს ამბობს რუსული  ნავთობის შეძენაზე, ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, მიუხედავად დიდი ფასდაკლებისა. პეკინი რუსეთისთვის აშშ–ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ფრთხილობს.


CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის ხაზინის მდივანი ღიად აცხადებს, რომ აშშ არ მიიღებს G20–ის სამიტში მონაწილეობას, თუ მას რუსები დაესწრებიან. იგი აღნიშნავს, რომ ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება.


FT: გლობალური ვაჭრობა მარტში, თებერვალთან შედარებით, 2.8%–ით შემცირდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმა მიაყენა საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფებს.


ცნობილი მიმომხილველი მარტინ ვოლფი წერს, რომ უკვე დროა რუსულ გაზს დაუწესდეს ბარიერები, რომ რაც შეიძლება მეტად გაურთულდეს ცხოვრება ვლადიმირ პუტინს.

 

 

სხვა თემები


ფორბსის მილიარდერთა სიის თანახმად უმდიდრესმა რუსებმა 2022 წელს საკუთარი ქონების დაახლოებით 27% დაკარგეს. 2022 წლის სიაში 117 რუსი მილიარდერის ნაცვლად მხოლოდ 83 პირი ფიქსირდება. ფორბსის სიაში 735 მილიარდერით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილზე – 607 მილიარდერით ჩინეთია.

 

FT წერს, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოში , 1-2 გრადუსით თერმოსტატებზე ტემპერატურის შემცირება დაზოგავს იმდენ ენერგიას, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის გაზზე შესაძლოა 10%-ით შემცირდეს. ამასთან, ბიზნეს ინსაიდერის თანახმად, მეცნიერები გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ალტერნატიული ენერგიის გამოყენებაზე, მათ შორის მზის ენერგიაზე, როგორც სანდო წყაროზე.

 

ბიზნეს ინსაიდერის კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის  60%–ზე მეტს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 25-დან 45 წლამდე ასაკის მოქალაქეები ფლობენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up