გიორგი ბახტაძე ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი ბახტაძე ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელმძღვანელს შეხვდა

access_time2022-04-01 09:55:37

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელ მიხეილ შალამბერიძესთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ენერგეტიკული თანამეგობრობის ახლადარჩეულ  დირექტორს,  არტურ ლორკოვსკის უმასპინძლა.

სამუშაო ხასიათის შეხვედრის მთავარი მიზანი ენერგეტიკის მიმართულებით ქართული კანონმდებლობის  ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ფარგლებში მიმდინარე საკითხების განხილვა  იყო. მათ შორის, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ე.წ. განცალკევებისა და გაზის ბირჟის განვითარების პროცესზე.  მხარეებმა იმ სამუშაოზე ისაუბრეს, რისი ჩატარებაც ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანადაა საჭირო და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობაც შეაფასეს.

ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელმძღვანელი  არტურ ლორკოვსკი, მოადგილესთან, დირკ ბუშესა და თანამეგობრობის წარმომადგენელ სვეტლანა კარპიშინასთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მუშაობის პრინციპს გაეცნო. კორპორაციის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას, პრეზენტაციაც წარუდგინეს, რომელიც ამ ორი უწყების საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

პრეზენტაციის ფარგლებში, დეტალურად იქნა მიმოხილული აქტიური თბოელექტროსადგურების - 230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბანისა და 250 მეგავატი სიმძლავრის გარდაბანი 2-ის მუშაობა და მათი შედეგიანობა. მიმდინარე პროექტებზე მსჯელობისას კი, სხვა საკითხებთან ერთად,  საუბარი მიწისქვეშა გაზსაცავსა და გარდაბანი 3-ის მშენებლობას შეეხო.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის მიმოხილვას. მხარეებმა გაზის ბირჟის  პერსპექტივებსა და მისი განვითარების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. სტუმრები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხებითა და საჭიროებებითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ორმხრივი, ნაყოფიერი ურთიერთობის აქტიურად გაგრძელების სურვილი და მზაობა.

ენერგეტიკული თანამეგობრობა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ინტეგრირებული ევროპული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის მიზნით, ევროკავშირის წევრებსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს აერთიანებს.  ორგანიზაცია 2005 წლის ოქტომბერში, ათენში დაარსდა და მის მთავარ ამოცანად ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის წესებისა და პრინციპების სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავრცელება განისაზღვრა. გაერთიანება უზრუნველყოფს სტაბილური  საბაზრო ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რეგიონულ დონეზე კონკურენციის განვითარება, რეგიონში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და ა.შ. თანამეგობრობას საქართველო 2017 წლის 1 ივლისიდან შეუერთდა.

გაერთიანების ხელმძღვანელს,  არტურ ლორკოვსკის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრები სხვადასხვა უწყებაში აქვს დაგეგმილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up