გიორგი ბახტაძე გარდაბანში თბოსადგურების მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო

გიორგი ბახტაძე გარდაბანში თბოსადგურების მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო

access_time2021-12-13 12:55:18

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, შპს  „გარდაბნის თბოსადგურსა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.

 

კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა,  შვილობილი კომპანიების, თბოსადგურების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის  შესახებ ინფორმაცია მიიღო. დეტალურად გაეცნო სამუშაოებს და საჭიროებებით დაინტერესდა.

 

შპს  „გარდაბნის თბოსადგურის“ დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის დირექტორთან, მერაბ კიპაროიძესთან შეხვედრისას, კორპორაციის ხელმძღვანელმა, თბოსადგურების სამუშაო დღის წესრიგი მიმოიხილა. დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და განისაზღვრა სამომავლო მიზნები.

 


230 მგვტ-ს  სიმძლავრის მქონე შპს „გარდაბნის თბოსადგური“  ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა.  პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიცია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელდა. კომბინირებული ციკლის თბოსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.

 

რაც შეეხება „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს, მისი მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. 2020 წლის მარტში კი ექსპლუატაციაში შევიდა. მეორე თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. იგი თანამედროვე ტიპის, ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით არის აღჭურვილი. “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის დროს, ელექტროსისიტემისგან დამოუკიდებლად, სადგურის გაშვება იქნება შესაძლებელი.

 

ორივე პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგო-სექტორის მდგრადობისა და წარმატებული განვითარებისთვის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up