გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  ნატახტარი-ლეხურას 31 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას 31 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს გაეცნო

access_time2022-08-19 09:55:07

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას (იგოეთი) 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.



პროექტს, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ბიზნეს გეგმისა და ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს. 31 კილომეტრიან მონაკვეთის მშენებლობაზე, ჯამში, დაახლოებით, 8 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა. ნატახტარი-ლეხურას 31 კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთიდან 14 კმ-დე სიგრძის მონაკვეთის (ქსანი-ლეხურა) მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. დარჩენილი 17,5 კმ-იანი მონაკვეთის (ნატახტარი-ქსანი) სამშენებლო სამუშაოები კი ამჟამად მიმდინარეობს, რომელსაც შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-ი ახორციელებს. დასრულება მიმდინარე წელსაა ნავარაუდევი.



ამჟამად, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგება წარმოებს ,,საგურამო-ქუთაისის” მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც ექსპლუატაციაში 60-იანი წლების ბოლოს შევიდა. იმის გამო, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა ამ დროიდან აღარ გაუმჯობესებულა და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სრულიად ახალი, უახლეს მიდგომებზე მორგებული მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა წამოიწყო.




საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე შეისწავლა და თითოეულ განხორციელებული თუ დაგეგმილი ეტაპის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ პროექტის ხელმძღვანელებისგან მიიღო.



„ეს პროექტი, თავისი მასშტაბურობით, დიდ როლს შეასრულებს მოსახლეობის უწყვეტი გაზით, შეუფერხებლად მომარაგების საქმეში. კორპორაციის გუნდმა საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოები შეასრულა. გაზსადენის მშენებლობა საკმაოდ ბევრ დეტალთან და სირთულესთანაა დაკავშირებული და მიხარია, რომ თითოეულ გამოწვევას ეს გუნდი წარმატებულად გაუმკლავდა“,- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.


(NS)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up