გიორგი ცუცქირიძე - 2021 წლის მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად  აჭარბებს არა მხოლოდ პანდემიამდელ მონაცემს, არამედ 5 პროცენტზე მეტად აღემატება 2019 წლის იანვარ-მაისის ზრდის მონაცემსაც

გიორგი ცუცქირიძე - 2021 წლის მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს არა მხოლოდ პანდემიამდელ მონაცემს, არამედ 5 პროცენტზე მეტად აღემატება 2019 წლის იანვარ-მაისის ზრდის მონაცემსაც

access_time2021-06-30 12:36:16

აპრილში სარეკორდო 44.8 პროცენტიანი ზრდის ანალოგიურად, რაც უპრეცედენტოა პოსკრიზისული პერიოდისათვის, მაისშიც წინასწარი შეფასებით, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის  ზრდამ საკმაოდ მაღალი  25.8 პროცენტიანი მაჩვენებელი შეადგინა. ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ პოსტით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაისში, აპრილის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.  მისი თქმით, 2021 წლის მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 339.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.


ექსპერტის განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე იანვარ-მაისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 11.5 პროცენტი შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად მეტია იანვარ-აპრილის 8 პროცენტიან მაჩვენებელზე. „ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკის კლება 13.5 პროცენტი იყო. შესაბამისად, 2021 წლის მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად  აჭარბებს არა მხოლოდ პანდემიამდე ანუ 2019 წლის მაისის მონაცემსაც, არამედ   მნიშვნელოვნად (5 პროცენტზე მეტად) აღემატება 2019 წლის იანვარ-მაისის ზრდის მონაცემსაც ამავდროულად. ეკონომიკის მაღალ ზრდაზე მიუთითებს მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  3,581 ერთეულს გაუტოლდა, რაც  12.5 პროცენტით აღემატება გასული წლის მაისის თვის მონაცემს,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ. 


ექსპერტის თქმით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გაჯანსაღებას ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა სწორმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, და მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა მხარდაჭერის  პროგრამებმა  მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, რამაც შექმნა მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის.



გიორგი ცუცქირიძის პროგნოზით, ივნისშიც ზრდის მაღალი ორნიშნა მაჩვენებელია მოსალოდნელი, გასული წლის ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.7 პროცენტიანი კლების ფონზე, ხოლო შემდგომ თვეებში ტურიზმის აღდგენის და ვაქცინაციის ფონზე,  ეკონომიკის მთლიანი გახსნის პირობებში,  სავარაუდოდ წლიური ზრდის ორნიშნა ციფრზე გავალთ,  რაც ყველა საპროგნოზო სცენარზე გაცილებით მაღალია, მათ შორის საქართველოს მთავრობის ბაზისურ 6 პროცენტიან მაჩვენებელზეც. „ამიტომ იყო, რომ მთავრობამ შეცვალა წლის დასაწყისის პროგნოზი და ოპტიმისტურ სცენარად წლიური 10.2 პროცენტი დაასახელა, რაც საკმაოდ რეალურია. ზრდის ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მაღალი იქნება, არამედ რეცესიული ციკლის დასრულებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უმუშევრობის შემცირებასაც, სამუშაო ადგილების შენარჩუნებით და მხოლოდ პოზიტიურად წაადგება  ლარის გამყარების არსებულ ტენდენციებსაც მთლიანობაში,“ - განაცხადა ექსპერტმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up