გიორგი ცუცქირიძე - 2021 წლის სარეკორდოდ მაღალი ზრდა, ეკონომიკის კოვიდ - რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაჩინო მაგალითია

გიორგი ცუცქირიძე - 2021 წლის სარეკორდოდ მაღალი ზრდა, ეკონომიკის კოვიდ - რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაჩინო მაგალითია

access_time2021-12-31 14:06:08

“ნოემბრის თვეში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებელი, რაც ზრდის კონტრიბუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი, რაც მთლიანი ექსპორტის 74 პროცენტამდეა გაზრდილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 44.1 პროცენტით გაიზარდა. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიურ მაჩვენებელში იანვარ-ნოემბრის კუმულატიური ზრდის ტემპმა 10.7 პროცენტი შეადგინა,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ 2021 წლის ნოემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

თავის გვერდზე სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძემ გამოაქვეყნა, რომ ზრდის წლის პირველი თერთმეტი თვის კუმულატიური მაჩვენებელი და ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, რაც თერთმეტი თვის მონაცემითაც კი 21 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს და წლის ბოლოს გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს, უკვე იძლევა იმის დაშვებას, რომ წლიური ზრდა საპროგნოზოზე მაღალი იქნება. მისი თქმით, წლიური ზრდის მაჩვენებელი მეტი იქნება როგორც საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე, რაც 10%-ს შეადგენს, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წლიურ საპროგნოზო 7-8.5 პროცენტიან მაჩვენებელზეც, რაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ზრდის კარგ პერსპექტივებზე მიანიშნებს.
„ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის კუმულატიური მაჩვენებელი (3.3 პროცენტით) აღემატება 2019 წლის იანვარ-ნოემბრის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ნოემბერში მზარდი იყო, როგორც დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 32.6%-ით არის გაზრდილი, ასევე ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 28.5 პროცენტით აღემატება 2020 წლის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის ნოემბერში წინა თვეების მსგავსად რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, ასევე ვაჭრობის, საკვების მიწოდების საქმიანობების; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; ელექტროენერგიის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სექტორებში, რომლებიც ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა, გაჯანსაღების ტენდენციები ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ნოემბერში (პანდემიამდე 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 55 პროცენტი იყო.



„ეკონომიკის საპროგნოზოზე მაღალი სწრაფი ზრდა პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმების და შემოსავლების ზრდაზე, ასევე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო სარეიტინგო მაჩვენებლებზე, რაც გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასაც. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებელი, და გაუმჯობესებული სარეიტინგო პერსპექტივა, საშუალებას მოგვცემს უკვე მომავალ წელს მშპ გავიდეს სარეკორდო 65 მილიარდიან მაჩვენებელზე, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით 5 500 აშშ დოლარი იქნება. ამასთან, ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზითაც, მომავალ წლებშიც ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ 5.5-6.5 პროცენტის ფარგლებში,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.




მისი თქმით, მიმდინარე წლის სარეკორდოდ მაღალი ზრდა, გასული წლის, ეკონომიკის კოვიდ - რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაჩინო მაგალითია, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სწორ დაგეგმვასთან ერთად, კერძო სექტორის და განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამების ეფექტურობასაც ადასტურებს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up