გიორგი ცუცქირიძე - 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება

გიორგი ცუცქირიძე - 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება

access_time2022-02-03 16:15:44

''ბოლო პერიოდში ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შეფასებებს, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან და  ფასების ზრდაც, ბუნებრივია, მთავრობას ბრალდება,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის იანვრისთვის, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ასეთი მაღალი ინფლაცია მსოფლიოში არ ყოფილა ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში, რაც პანდემიური შოკის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს. კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტოა და მსგავსი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. 



ექსპერტმა მაგალითისთვის მოიყვანა აშშ, სადაც დაფიქსირდა ინფლაციის მაქსიმუმი ბოლო 40 წლის განმავლობაში. აგრეთვე გერმანია და თურქეთი, სადაც ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა. 



„ინფლაციის იმპორტი, ბუნებრივია, ჩვენზეც აისახა და დეკემბრის 13.9 პროცენტიანი მაჩვენებელიც მაღალია, მაგრამ ისე თვალსაჩინოებისათვის, როდესაც ნაციონალური მოძრაობა  ინფლაციას აპროტესტებს, 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია 14.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ივნისის ჩათვლით ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა. 2006 წლის ივლისში ინფლაცია 14.5%-ს შეადგენდა, იმავე წლის აგვისტოში 13.4%-ს. მათი მართველობის 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 6.6% იყო,  ხოლო ბოლო წლებში ოცნების მართველობისას პანდემიის ეფექტის ჩათვლითაც 2013-2021 წლებში წლიური ინფლაცია საშუალოდ 4.1% იყო,” – წერს ექსპერტმა.  



გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე (სურსათის ფასების ინდექსი 2021 წელს საშუალოდ 28%-ით გაიზარდა), ასევე  ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. საერთო ჯამში, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა. 




„ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. საბაზო ინფლაცია დაახლოებით 6%-ის ფარგლებშია. 2021 წელს ფასების დონის ზრდაში განსაკუთრებით მაღალი წვლილი შეიტანა სურსათსა და უალკოჰოლო სამელებსა და საწვავზე ფასების ზრდამ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე საკვების პროდუქტების და ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. მაგალითად, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების ფასების ზრდამ საშუალოდ 28.3% შეადგინა, ხოლო საქართველოში 10.9%. ამასთან, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების ზრდა 2011 წელთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, ხოლო საქართველოში პირიქით ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე 2011 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო 2021 წელს,“ - მიაჩნია  ექსპერტს.   



მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაა.



„პროდუქტების დონეზე 2021 წლის ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანეს ბენზინის,  მზესუმზირის ზეთის, ხორბლის პურის, კვერცხის, სისხლძარღვთა გამათხელებელი მედიკამენტების  და შაქრის ფასების ზრდამ. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2020-2021 წლის ზამთრის თვეებში მიმდინარეობდა კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად აღნიშნული ზრდის მიმართულებით გავლენას ახდენს წლიურ ინფლაციაზე, რამდენადაც კომუნალური ტარიფები შედარებულია წინა წლის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც ასევე იწვევს ტარიფების ზრდის და ინფლაციის შედარებით მაღალ მაჩვენებელს. აღნიშნული ფაქტორის წვლილი 2021 წლის დეკემბრის ინფლაციაში დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.  



გიორგი ცუცქირიძის თქმით, არსებული პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, ფისკალური კონსოლიდაცია და მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა შეუწყობს ხელს.



„ქმედითი ნაბიჯები იდგმება ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მხრიდან ეროვნული საექსპორტო და იმპორტ-ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარების მიმართულებით, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ჩვენი ქვეყნის იმპორტ დამოკიდებულებას ინდუსტრიული თუ სასურსათო პროდუქციის ნაწილში და შედეგად, ნაკლებად ვიგრძნობთ საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებას. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით ადგილობრივი წარმოების გაფართოებასა და მიწოდების სტიმულირებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში მოხდა ბიზნესის მხარდამჭერი ახალი პროგრამების ამოქმედება და ასევე ძველი პროგრამების მოდიფიცირება ახალი გამოწვევების საპასუხოდ. მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტის დაკომპენსირებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიზნობრივ ჯგუფებს - მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up