გიორგი ცუცქირიძე - ჩვენ გვაქვს არა თუ რეგიონში, არამედ ევროპაში და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი

გიორგი ცუცქირიძე - ჩვენ გვაქვს არა თუ რეგიონში, არამედ ევროპაში და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი

access_time2022-04-29 13:55:38

„წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ზრდა 14.4 პროცენტს გაუტოლდა. ზრდის მაღალი მაჩვენებელი თვალშისაცემია, გასული წლის ანალიგიურ პერიოდთან შედარებითაც.  გასული წლის მარტში ეკონომიკის მხოლოდ 4.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო I კვარტალის საშუალო მაჩვენებელი სულაც უარყოფითი- 4.2 პროცენტი იყო. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ზრდის დინამიკა აჩვენებს,  რომ  პოსტ პანდემიური შოკის გარდა,  რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური ზეგავლენაც ეკონომიკაზე მინიმუმამდე არის შემცირებული. ჩვენ გვაქვს არა თუ რეგიონში, არამედ ევროპაში და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ. 



მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის მარტში, ისევე როგორც მთლიანად პირველ კვარტალში, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 



„თვალსაჩინოებისათვის 2022 წლის მარტში ექსპორტი გაიზარდა 26.3 პროცენტით და 411.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 38.7 პროცენტით გაიზარდა და 329.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, პირველ კვარტალში ექსპორტის ზრდამ სარეკორდო 43.3 პროცენტი შეადგინა, სადაც ადგილობრივი ექსპორტის წილი 73 პროცენტიდან 81 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც დასაქმებას ზრდასთან და  სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ერთად, გაცვლითი სავალუტო კურსის სტაბილურობასაც უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე მარტში (პანდემიამდე 2019 წლის მარტში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 71.3 პროცენტი იყო და 174 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.  




აღსანიშნავია, რომ მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 24.4 % ით  ზრდასთან ერთად, მარტის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო ყველაზე მაღალი დასაქმების სექტორებში, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის, ასევე ენერგეტიკის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. პოსტ პანდემიური შოკიდან გამოსვლის კიდევ ერთი მაჩვენებელია, თებერვლიდან მოყოლებული ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენცია მშენებლობის სექტორში,  მარტში ზრდამ 7.6% შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წლის მეორე კვარტლიდან მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია ფიქსირდებოდა .



„პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ასევე აჩვენებს, რომ მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომის მესამე თვისა, და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო გეო პოლიტიკური სიტუაციისა, პოსტ პანდემიური პერიოდის სირთულეების დაძლევასთან ერთად,  წარმატებით ხორციელდება ეკონომიკის გადაწყობა ალტერნატიულ ბაზრებზე, რაც ერთის მხრივ ბოლო წლებში წარმოებული ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების წარმატებულ ხასიათთან ერთად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობაზეც მიუთითებს,’ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up