გიორგი ცუცქირიძე: ,პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ორნიშნა ზრდის მნიშვნელოვან მახასიათებლად, ექსპორტის მზარდი დინამიკაც გამოდგება, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით

გიორგი ცუცქირიძე: ,პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ორნიშნა ზრდის მნიშვნელოვან მახასიათებლად, ექსპორტის მზარდი დინამიკაც გამოდგება, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით

access_time2021-08-19 18:18:36

,,ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 42.4 პროცენტით გადააჭარბა, არა მხოლოდ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, არამედ 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც“- წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით.


„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდის სტრუქტურაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ადგილობრივი ექსპორტის მზარდი დინამიკა. წლის დასაწყისიდან პირველ 7 თვეში, იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ადგილობრივი ექსპორტი 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1,662.7 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს გაუტოლდა.


ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში: ჩინეთში (47.0%-ით და 352.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 42.1%-ით და 293.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 71.0%-ით და 180.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 123.2%-ით და 84.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), უკრაინაში (45.5%-ით და 85.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), სომხეთსა (38.7%-ით და 65.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და აზერბაიჯანში (41.5%-ით და 56.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა).



აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო პროდუქტებიდან 2021 წლის იანვარ-ივლისში გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 76.4%-ით და 228.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (5.8%-ით და 465.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 34.2%-ით და 79.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 82.9%-ით და 42.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 15.9%-ით და 123.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), დაგაზიანებული წყლების (გაიზარდა 93.2%-ით და 34.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თხილისა და კაკლის (75.1%-ით და 35.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (17.9%-ით და 49.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 4.3%-ით და 54.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ადგილობრივი ექსპორტი.


მიუხედავად 2020 წელს ექსპორტის 12 პროცენტიანი შემცირებისა, რაც რე-ექსპორტის კლებით იყო განპირობებული, გასულ კრიზისულ პერიოდშიც კი, ეკონომიკის 6 პროცენტიანი შემცირების პირობებში, ადგილობრივი ექსპორტი 3.6 პროცენტით გაიზარდა და კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 2,408 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ახალ სარეკორდო ნიშნულზე გავა.


ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან ერთად, რაც ასახულია კიდეც ლარის გამყარების ტენდენციაში, მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიმართულებით და დიდწილად ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების შედეგია.” წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up