გიორგი ცუცქირიძე: ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ADB და EBRD აფინანსებენ. აქედან ერთი „თი ბი სი ბანკის“ აქციონერია, ხოლო მეორე - პარტნიორი. მამუკა ხაზარაძემ კი ეს პროექტი რუსულ ტანკების შემოსვლასთან დააკავშირა. რა გამოდის, ეს საერთაშორისო ბანკებიც რუსულ პროექტში არიან ჩაართულები?

გიორგი ცუცქირიძე: ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ADB და EBRD აფინანსებენ. აქედან ერთი „თი ბი სი ბანკის“ აქციონერია, ხოლო მეორე - პარტნიორი. მამუკა ხაზარაძემ კი ეს პროექტი რუსულ ტანკების შემოსვლასთან დააკავშირა. რა გამოდის, ეს საერთაშორისო ბანკებიც რუსულ პროექტში არიან ჩაართულები?

access_time2021-09-10 15:55:08

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პარტია ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერი, გასული წლის 14 იანვარს ქვეშეთი-კობის გზისა და უნიკალური გვირაბის მშენებლობას ეხმიანება. მაშინ მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ ,,სახელმწიფო ნახევარ მილიარდ ვალს იღებს და დებს პროექტში, რომლითაც რუსეთს აძლევს კომფორტულად ტანკებით შემოსვლის შესაძლებლობას“. 


„ეს ბატონი დღეს "მარშლის გეგმაზე" საუბრობს. არადა, ამ მშენებლობის დაწყებას, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილია, შარშან აპროტესტებდა და რუსეთისათვის ხელშემწყობ ნაბიჯად აცხადებდა. გვირაბების რუსულ ტანკებთან დაკავშირება, სრულ აბსურდამდე დავიდა, თითქოსდა ამ პროექტს სხვა და პირველ რიგში მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა არ ჰქონდეს.
პროექტის დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკია, ხოლო თანადამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები უმსხვილესი ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები არიან. მათგან EBRD ერთი ,,თი ბი სი’’ ბანკის აქციონერია, ხოლო მეორე-აზიის განვითარების ბანკი პარტნიორია, რომელმაც გასულ წელს ბანკის 100 მილიონამდე ობლიგაციური სესხის მოზიდვა უზრუნველყო.


და რა გამოდის, ეს საერთშორისო საფინანსო ორგანიზაციები რუსულ პროექტში არიან ჩართულები?“-’’ წერს facebook - ზე გიორგი ცუცქირიძე.
შეგახსენებთ, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის ბურღვისა და სამშენებლო სამუშაოები დღეს დაიწყო, რაც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება და სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს.



აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ურთულესი საინჟინრო კონსტრუქცია- 550 მეტრიანი თაღოვანი ხიდი. ამ ეტაპზე საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია. თაღოვანი ხიდი არქიტექტურული თვალსაზრისით, ორგანულად ჩაეწერება არსებულ ლანდშაფტში და სამომავლოდ საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობა გახდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up