გიორგი ცუცქირიძე - ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ

გიორგი ცუცქირიძე - ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ

access_time2021-11-17 14:05:19

„ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, რომლის ინერცია გლობალურ ბაზრებზე დღემდე გრძელდება, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ. საქართველომ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“, რომელიც კორუფციის და კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსებთან ერთად, ერთ- ერთი წამყვანი ინდიკატორია მთავრობის ეფექტურობის და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საქართველო 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგი კი ორი ადგილით გაიუმჯობესა, ხოლო შეფასების 100 ბალიანი სისტემით 62.3 ქულა მიიღო, რაც ასევე ახალი ისტორიული მაქსიმუმია,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება.



„აღსანიშნავია, რომ გასული 2020 წლის ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავი მიეძღვნა. კერძოდ, ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა. გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაანგარიშებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა, 2013 წლამდე კი ქვეყანა მუდმივად 60-ეულს მიღმა იყო. კვლევაში გაანალიზებული იყო საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით,“ - აღნიშნავს ექსპერტი თავის ფეისბუქ-პოსტში. მისი ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ კეთილდღეობის ანგარიშს ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აწარმოებს.




„2021 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი (ათწლიანი) გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო სულაც პირველ ადგილზე გავიდა,“ -წერს გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავთ იმ თვალსაჩინო პროგრესს, რომელსაც ბოლო ათწლეულში ქვეყანა ადგას სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, ეკონომიკა, რომელიც ვითარდება და მდგრადია შოკების მიმართ. ამის მაგალითია მიმდინარე წელს პანდემიური შოკიდან სწრაფი გამოსვლის და ორნიშნა ზრდის დინამიკა, რაც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდასთან ერთად, ექსპორტის სარეკორდო ზრდით და დასაქმების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ეს მორიგი შეფასებაც აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი პერსპექტივა, პანდემიური და პოლიტიკური რისკების შემცირებით, უკვე უახლოეს წლებში ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, დასაქმების და შემოსავლების ზრდასთან ერთად.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up