გიორგი ცუცქირიძე - ქვეყნის განვითარების ათწლიანი ორიენტირები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც იქნება არა რომელიმე პარტიის კუთვნილება, არამედ ქვეყნის მომავლის ხედვა

გიორგი ცუცქირიძე - ქვეყნის განვითარების ათწლიანი ორიენტირები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც იქნება არა რომელიმე პარტიის კუთვნილება, არამედ ქვეყნის მომავლის ხედვა

access_time2021-06-25 18:15:12

“პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ მოხსენებაში, რომლითაც ის პარლამენტში წარსდგა, მომდევნო 10 წლის პრიორიტეტებში ეკონომიკის ნაწილში, სავსებით სამართლიანად, აქცენტები ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზეა გაკეთებული. გლობალური პანდემიის ეკონომიკაზე ნეგატიურმა ზეგავლენებმაც, აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით თვითკმარი და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, სადაც პრიორიტეტი კონკურენტულ ადგილობრივ წარმოების განვითარებაზე უნდა აიგოს,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში.


გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ათწლიანი ორიენტირები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც იქნება არა რომელიმე პარტიის კუთვნილება, არამედ ქვეყნის მომავლის ხედვის ორიენტირი.


„გრძელვადინი სტრატეგია საინვესტიციო მიმზიდველობითაც არის საინტერესო, რადგან სტრატეგიული ინვესტორები გათვლებს არა რამდენიმე წელზე, არამე 10-15 წელზე აკეთებენ, ხოლო ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან რეინვესტირების გადაწყვეტილებაც, დიდწილად სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღება. გრძელვადიანი ხედვა და პოზიტიური მოლოდინები სჭირდებათ ადამიანებსაც, მათ უნდა იცოდენ თუ საით წავა ქვეყანა, რა პერსპექტივა ექნებათ აქ მომავალში, რაც მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირების, ისე დემოგრაფიული თვალსაზრისითაც,“ - აღნიშნა ექსპერტმა.
გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, „მთავრობის ათწლიანი პროგრამის დაწყებული კრიტიკა და ლამის "გოელროს გეგმასთან" შედარებაც, რასაც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მიმართავენ, არასერიოზულიც არის და დემაგოგიურიც, თითქოსდა ეს არის ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა, გათვლილი მოკლევადიან ეფექტებზე მხოლოდ. ამას მოწმობს საპარლამენტო მოხსენების შემდეგ, ოპოდეპუტატთა მიერ დასმული კითხვების დიდი ნაწილიც, რაც მთლიანად იყო აცდენილი მოხსენების ძირითად აქცენტებს და ოპონირებაც არა მომავალზე, არამედ მათთვის ასე დამახასიათებელ ვიწროპარტიკულარულ კინკლაობაში გადაიყვანეს“.


ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით მეორე კვარტალში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც ზრდის და ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელში აისახა და პანდემიამდე მაჩვენებელსაც აღემატება, ეკონომიკის წლიური ზრდის ოპტიმისტურ სცენარს რეალურს ხდის. თავის მხრივ, გაუმჯობესებული საგადამხდელო ბალანსი, ზრდის ორნიშნა მაჩვენებელთან ერთად, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება, ლარის გამყარებას და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გასვლას უკვე შეუქცევად გახდის.



„ეკონომიკის ზრდაზე ცალსახად პოზიტიურად აისახება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და წლის ბოლომდე 3.6 მილიონი ვაქცინის შემოსვლა. ნიშანდობლივია, რომ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს, ხოლო 2030-ში მარტო აგროსასურსათო ექსპორტი 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. ამასთან, არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის დავაფინანსება მოხდება, არამედ სესხის თანაგარანტირებაც. ძალზე მნიშვნელოვანია, ახალი პროგრამის დაწყებაც ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა ექსპერტმა.



„2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა და ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება უზრუნველყოფს მსხვილი ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას, რაც მდგრადი ზრდის ხელშემწყობი პირობა გახდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, არსებული 4277 დოლარის ნაცვლად, 2030 წლისთვის მინიმუმ 2.3 ჯერ გაიზრდება და 10,000 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მიუახლოვდება,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up