გიორგი ცუცქირიძე - საქართველოს მთავრობის წამყვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს, რაც სტრატეგიულად სწორი არჩევანია

გიორგი ცუცქირიძე - საქართველოს მთავრობის წამყვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს, რაც სტრატეგიულად სწორი არჩევანია

access_time2021-12-09 13:15:53

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შეინიშნება, როგორც მესამე კვარტალში, ასევე მთლიანად პირველ 9 თვეში, რაც მოსალოდნელი იყო. წლის განმავლობაში წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან ერთად, თვალში საცემია გლობალური კვლევითი ინსტიტუტების მიერ, გაუმჯობესებული ინდიკატორებიც, განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების, მმართველობის ეფექტურობის და კორუფციისგან თავისუფლების შეფასებების ნაწილში, რამაც შესაბამისი ასახვა საინვესტიციო გააქტიურებაშიც პოვა,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები.



2021 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.4%-ით გაიზარდა და 299.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.



თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ. ამასთან, 2021 წლის მესამე კვარტალში 2-ჯერ მეტად გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 293.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა (ინფორმაციისთვის: სააქციო კაპიტალის მოცულობა 16.8 მლნ. აშშ. დოლარი იყო, ხოლო ვალდებულებების გასტუმრება დაფიქსირდა).




2021 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში 34.9 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა (101.5%-ით) და 69.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.2 პროცენტია, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 25.8 მლნ. აშშ. დოლარით (88.8%) და 54.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.3 პროცენტია, მეოთხე ტრანსპორტის სექტორია, სადაც ინვესტიციების მოცულობა 32.8 მლნ. აშშ. დოლარით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და მთლიანი ინვესტიციების 9.3 პროცენტს შეადგენს.



ინვესტიციების ზრდა ასევე დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა 29.2 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (5.9 მლნ. აშშ. დოლარით), სასტუმროების და რესტორნების (5.4 მლნ. აშშ. დოლარით) და სოფლის მეურნეობის სექტორებში (3.6 მლნ. აშშ. დოლარით).



რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-სექტემბერი მონაცემს, მესამე კვარტლის ანალოგიურად, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 324.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.5 პროცენტი) საფინანსო სექტორში დაფიქსირდა. ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 175.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24.1 პროცენტია. მესამე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 131.2 მლნ. აშშ. დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 18.0 პროცენტი).



ქვეყნების მიხედვით კი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (37.2 პროცენტი - 271.1 მლნ. აშშ. დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები (14.2 პროცენტი - 106.4 მლნ. აშშ. დოლარი), ჩეხეთი (11.1 პროცენტი - 81.1 მლნ. აშშ. დოლარი) და თურქეთი (10.4 პროცენტი - 75.6 მლნ. აშშ. დოლარი).



„ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური პანდემიის და პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის წამყვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს, რაც სტრატეგიულად სწორი არჩევანია. გარდა იმისა, რომ შემუშავებულ იქნა სახელმწიფო პროგრამა - „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას,“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up