გიორგი ცუცქირიძე: საშუალო ევროპულთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე, ეროვნული შემოსავლის უფრო მაღალი ზრდის ტემპით, თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია

გიორგი ცუცქირიძე: საშუალო ევროპულთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე, ეროვნული შემოსავლის უფრო მაღალი ზრდის ტემპით, თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია

access_time2022-11-01 11:13:10

,,სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მაღალმა 8.8 %-იანმა მაჩვენებელმა, რაც იანვარ - სექტემბრის 10.2 %-იან საშუალო წლიურ ზრდაშია ასახული აჩვენა, რომ  სავსებით რეალურია ექსპერტული თვალსაზრისი, მიმდინარე წელსაც გავიდეთ ორნიშნა ზრდაზე, შარშანდელი წლის მსგავსად,’’ წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესახებ.

 

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს,  ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი ზრდაში აისახოს და კარგია, რომ დღეს მთავრობის სტრატეგიაც ამ ამოცანის რეალიზაციას ემსახურება.

 

,,სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მაღალმა 8.8 %-იანმა მაჩვენებელმა, რაც იანვარ - სექტემბრის 10.2 %-იან საშუალო წლიურ ზრდაშია ასახული აჩვენა, რომ  სავსებით რეალურია ექსპერტული თვალსაზრისი, მიმდინარე წელსაც გავიდეთ ორნიშნა ზრდაზე, შარშანდელი წლის მსგავსად.

 

მაღალი ეკონომიკური ზრდა არ არის იდეა ფიქსი, მაგრამ სიღარიბის დასაძლევად თუნდაც უახლოეს წლებში ეკონომიკის გაორმაგება მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.

 

 ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაც, სწორედ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ზრდაში აისახება და კარგია, რომ დღეს მთავრობის სტრატეგიაც, რაც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისაკენ და ექსპორტის უფრო მაღალი  დივერსიფიკაციისაკენ არის მიმართული ამ ამოცანის რეალიზაციას ემსახურება.


 

აქვე შევნიშნავ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავისახოთ მივაღწიოთ მოსახლეობის 1 სულზე ეროვნული შემოსავლის მატების ისეთ მაჩვენებელსაც, რომელიც მეტი იქნება  არა თუ რეგიონის, არამედ თვით  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც საშუალებას მოგცემს მომავალ წლებში საშუალო ევროპულ დონეზე გავიდეთ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადააჭარბებს 10,000 $ ნიშნულს და სულ მცირე 10,540 $ იქნება, ხოლო იმავე ტემპით, 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15,000 $ მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

 

მნიშვნელოვანია, თუ როგორია 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ. სწორედ  ამ კუთხით უნდა შევხედოთ და შევედაროთ ევროპის ქვეყნებს, ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ამ ორი მაჩვენებლით დღეს ევროპის ქვეყნებს ნამდვილად ჩამოვრჩებით, მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება მომავალ წლებში - 2030 წლამდე პერიოდში, თავისუფლად შეგვიძლია გავიდეთ არა თუ სსფ-ის საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც კონსერვატიული პროგნოზია, არამედ ისეთ მაჩვენებელზე კი, როგორიც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილშია - დაახლოებით 12 500 დოლარი მშპ 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

ბუნებრივია, არც ევროპული ქვეყნები გაჩერდებიან ერთ ადგილზე, მაგრამ როგორც აღვნიშნე საშუალო ევროპულთან შედარებით ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის უფრო მაღალი ზრდის ტემპით, თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია.

 

შედარებისათვის თუ 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4200 აშშ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის ბოლოს იგი გაიზრდება 6770 აშშ დოლარამდე, რაც აქამდე არსებულ ყველა საშუალო და გრძელვადიან პროგნოზებზე გაცილებით მაღალია,’’ - წერს გიორგი ცუცქირიძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up