გიორგი ფანგანი  „თვინინგ ლაითის“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

access_time2023-02-09 14:08:53

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა დიგიტალიზაციის შესახებ  თვინინგ ლაითის პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი ფანგანმა ხაზი გაუსვა სემეკისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელობას. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ეფექტიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგია შემუშავდა. 

 

„დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება, ისევე როგორც დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია. დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში, როგორც საბითუმო ისე საცალო დონეზე. ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისათვის არსებითია ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული მექანიზმებით, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი და სამოქმედო გეგმა, რომლის დანერგვაც ხელს შეუწყობს სემეკის საქმიანობის გაუმჯობესებას,  ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიან რეგულირებას, გააუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხს. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ემსახურება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას.“- განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.



ევროკავშირის დაფინანსებით, თვინინგ ლაითის პროექტი -„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ სემეკში 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენდა. პროექტი მიზნად ისახავდა სემეკის დახმარებას დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პროექტი განახორციელა იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურმა (GSE). საქართველოს მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობდა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up