გიორგი გახარია - 2019 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5.1% - პროგნოზზე უფრო მეტი, ამ თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი

გიორგი გახარია - 2019 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5.1% - პროგნოზზე უფრო მეტი, ამ თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი

access_time2020-06-26 14:35:57

ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. როგორც კი ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი, შიდა უსაფრთხოება არის გარანტირებული, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ეს დადის თითოეულ მოქალაქემდე და სიღარიბის დაძლევამდე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი და ხერხემალი არის ძლიერი კერძო სექტორი, თავისუფალი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის ახალ დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც არის ერთადერთი ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. ეს არის ჩვენი ძირითადი განმსაზღვრელი ეკონომიკური პოლიტიკის და თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთადერთი საშუალება სწრაფად და ეფექტურად სიღარიბის დაძლევის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ გადასახადების შემცირებას. მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე განმსაზღვრელი კომპონენტი არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა.



„შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი, თუ ქვეყანაში არ არის სიმშვიდე და სტაბილურობა. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბროთ, თუ ქვეყანაში არ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბიზნესის და სხვა სფეროების განვითარებაზე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


„2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო ყველაზე დაბალი და ეს არის ქართული ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც არ არის დაძლეული. მაგრამ აქ იყო შესაბამისი შედეგები და პროგრესი მიღწეული, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წელს იყო 5.1%, პროგნოზზე უფრო მეტი. აქვე მინდა აღვნიშნო მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ფისკალური კონსოლიდაციის ეფექტურობა, რაც ასევე იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2019 წელს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-თან მიმართებაში შემცირდა 21%-მდე, აქედან შრომის ანაზღაურებაზე მიმართული ხარჯები შემცირდა 3.6 %-მდე. საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, იმიტომ რომ, ფისკალური კონსოლიდაცია იყო ეფექტური, ჩვენ შევძელით ხარჯები გაგვეზარდა 8.4 %-მდე. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი იყო 2.7 % და მთავრობის ვალის ზღვრული მაჩვენებელი იყო 39.8%. შესაბამისად, სწორედ ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიმყარემ მისცა შესაძლებლობა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს, FITCH-ს და S&P-ს, გაეზარდათ საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურამდე, თუმცა, ცხადია, ობიექტურად უნდა ვისაუბროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ეკონომიკური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით 2019 წელი დაასრულა და 2020 წელში შევიდა საკმაოდ მყარად, რა თქმა უნდა, გლობალურმა პანდემიამ, და შემდგომმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ეს ყველაფერი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და საერთოდ, ქვეყანა დააყენა ახალი გამოწვევების წინაშე. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ პროგრესზე, მიღწევებსა და შედეგებზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სასტარტო პირობები და ის, სადაც დღეს ვართ, არის აბსოლუტურად სხვადასხვა" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up