გიორგი გახარია: „5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც ჟურნალისტები, ვერც საქართველოს მოქალაქეები“

გიორგი გახარია: „5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც ჟურნალისტები, ვერც საქართველოს მოქალაქეები“

access_time2021-07-13 15:20:00

„5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც ჟურნალისტები, ვერც საქართველოს მოქალაქეები“. - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მცხეთაში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ლექსო ლაშქარავას ტრაგედიას, ეს ზუსტად ის პერსონალური საქართველოს მოქალაქის ტრაგედიაა, რომელზეც მე ახლა ვილაპარაკე. კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის - ჟურნალისტების წინაშე, TV პირველის წინაშე რა თქმა უნდა. რა არის იცით?! ჩემთვის, ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა საქართველოს მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს არის , ეს ნიშნავს უკვე.... როდესაც სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს - ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია“.


გიორგი გახარიას თქმით, ის რაც მოხდა 5 ივლისს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.



„რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის უკან, ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი - რა თქმა უნდა ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის და ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაცა იცოდა და გაგვაფრთხილა , ეს მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს, და სახელმწიფო მოღვაწეები, რომლების სარგებლობენ ხოლმე რაღაც გონორით, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ. ის, როგორც ისინი ამბობენ რომ სახელმწიფო ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა ეს მხოლოდ ამძიმებს მათ მდგომარეობას და არ ამსუბუქებს“.


გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს იმდენად უკვე ნდობა აღარა აქვს, რომ არღვევენ კანონს და ასე აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.


„ მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოძიება დასრულდეს. თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი, ასე, დოზირებით უწყება გვაწვდის ინფორმაციას, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას - შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება და იაზრებს იმას, რომ ნდობა ინსტიტუტის სიტყვისადმი იმდენად ნაკლებია, რომ ისინი იძულებულები არიან, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს ეს ყველაფერი, აი ესე, ნაწილ-ნაწილ, უბრალოდ, ინსტიტუტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს იმდენად უკვე ნდობა აღარა აქვს და ფასი აღარა აქვს, რომ დაარღვიონ კანონი, მათ შორის, ასე, ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ისინი. ეს სამწუხაროა. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე, ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტები, სამწუხაროდ, ძირითად მათ ფუნქციებს ვერ ასრულებენ“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up