გიორგი გახარია- ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი

გიორგი გახარია- ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი

access_time2020-05-19 19:36:52

გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური კრიზისი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა.

 

 

„ჩვენ  ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი. ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს, როგორც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, მათი რეალიზების ყველაზე კარგი შესაძლებლობა.

ასეთ პერიოდში, ასეთ ამინდში და სეზონზე კახეთი ცარიელი რთული საყურებელია. რთული სანახავია ცარიელი სასტუმროები, ახალი აშენებული, უმაღლესი კლასის სასტუმროები. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს უსაფრთხოდ ტურისტების მიღებას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე დავიწყეთ საუბარი ბათუმში, ვაგრძელებთ კახეთში. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის მართვა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი სასტუმრო, რომელიც დღეს აქ იყო წარმოდგენილი, მონაწილეობდა საკარანტინო ზონების პროგრამაში. მათ უკვე თავისი გამოცდილებები აქვთ, როგორ შეიძლება ამ რისკების მართვა და ჩვენ ამას გამოვიყენებთ, როგორც ჩვენთვის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც გავუზიარებთ ამ გამოცდილებას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო უკვე ალაგებს სუფთა დერეფნის, ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან. ეს იქნება, პირველ რიგში, როგორც ჩანს, ისრაელი", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.


 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩვენი ქვეყნის ელჩებს მიეცათ დავალება, რომ უახლოეს დღეებში, კონკრეტული პროტოკოლები, რომელიც საქართველოში ტურისტების მისაღებად წესდება, დაიწყება  კომუნიკაცია შესაბამისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებთან.

 

 

„გუშინ  მე მქონდა ჩართვა, შეხვედრა ჩვენი ქვეყნის 50 ელჩთან, რომელთაც მიეცათ დავალება, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში კონკრეტული პროტოკოლები, რომელიც საქართველოში ტურისტების მისაღებად წესდება, მათი ტრანსპორტირებისთვის აეროპორტებში, სახმელეთო საზღვრებზე, სასტუმროებში, მათი სამედიცინო რისკების სამართავად, ტესტირების რეჟიმებზე, უახლოეს დღეებში დაიწყება ამის კომუნიკაცია შესაბამისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებთან. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე გვქონდა საუბარი დღეს აქ.

გარდა ამისა, დღეს ჩვენ ვიყავით რამდენიმე ფერმერთან სტუმრად და ვისაუბრეთ მათთან იმ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებზე, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს კრიზისის პირობებში ფერმერების დასახმარებლად", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up