გიორგი გახარია Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

გიორგი გახარია Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

access_time2020-12-15 16:26:08

გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მთავრობის 2-თვიანი შეზღუდვების გეგმის ეფექტიანობა, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმული ნაბიჯები იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დღეს მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა.

კოვიდის მართვაში ჩართული სტაციონარების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან ავიცილოთ მობილობის მკვეთრი ზრდა და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მიღწეული შედეგები.

მათივე შეფასებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და წარმატებული მართვის შედეგად, მოსახლეობაში პანიკის ნიშნები იკლებს და ნათლად ჩანს ვირუსთან ადაპტაციის ელემენტები, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორისა და მოქალაქეების მხრიდან დაცული იყოს ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის.


შეხვედრისას, აგრეთვე განიხილეს კლინიკურ სასტუმროებში არსებული მდგომარეობა, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ მართვაზეა 6 300 პაციენტზე მეტი, საიდანაც 2 900-მდე პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საჭიროა, კლინიკური სასტუმროების ეფექტური მართვის შედეგად მაქსიმალურად განიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, იმართება ინფიცირების 28 ათასამდე აქტიური შემთხვევა. კლინიკების ხელმძღვანელების თქმით მნიშვნელოვანია, რომ არსებული სტატისტიკა მეტად აღარ გაიზარდოს, ვინაიდან, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა დიდია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვას.

მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. აგრეთვე, საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები:
Covid-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up