გიორგი გახარია - კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად და საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ გამაძლიერებელი კომპონენტი - Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი

გიორგი გახარია - კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად და საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ გამაძლიერებელი კომპონენტი - Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი

access_time2020-05-11 16:50:37

შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმა, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტურიზმი არის ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევზღუდოთ, პირიქით. მე დღეს კოლეგებთან ერთად ვსაუბრობდი და გავიმეორებ, რომ ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, პირველ რიგში, ეს უნდა ვაჩვენოთ ტურიზმის სექტორში. საერთოდ საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი უნდა გახდეს ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური აღდგენის და წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ კონკურენციაზე, სადაც ჩვენ, მას შემდეგ რაც სხვებთან შედარებით კარგად, ნორმალურად ვმართეთ პანდემიის რისკები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და საქართველოს შეუძლია გლობალურ კონკურენციაში წლის დასაწყისთან შედარებით გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სექტორში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე და მომავალი წლის დევიზად უნდა ვაქციოთ: „კრიზისი - როგორც შესაძლებლობა“, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა, სადაც აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს უნდა დაემატოს ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.




„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი გახდა ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, მნიშვნელოვანი სექტორი. გარდა ამისა საქართველო, როგორც ტურისტული ლოკაცია მსოფლიოში გახდა ძალზედ ცნობილი და როგორც ტურიზმის წერტილი გახდა ძლიერი ბრენდი თავისი 8 000 წლიანი მეღვინეობის ისტორიით, თავისი ათასწლეულების ისტორიით, სამზარეულოთი, კულტურით და ყველაფრით. უამრავი ადამიანი მოილტვოდა საქართველოსკენ და გააჩნია სურვილი ნახოს საქართველო. ჩვენ საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთი გამოვლინება უნდა იყოს კრიზისის როგორც შესაძლებლობის. ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს და უკან დაიიხიოს, მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ Covid-19-ის ინფექციას ვმართავთ ისე, რომ ამავდროულად შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში, ესაა ფორმულა, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, პირველ რიგში, აჭარაში. აქ ბევრი წარმატებული სასტუმროა, მოგეხსენებათ, ბევრი წარმატებული ტურისტული კომპანიაა, ვისაუბრეთ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, ჩვენ შევქმნით ჯგუფს, რომელიც იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ აჭარისთვის კონკრეტული უსაფრთხოების წესების დასაცავად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აჭარაში ტურიზმი აღვადგინოთ, მაგრამ ყველა ეს გეგმა დაგვრჩება უკან და იქნება უსაფუძვლო, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კომპანიამ და სახელმწიფომ არ დავიცავით ელემენტარული წესები," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


მისივე თქმით, საქართველომ უნდა ანახოს მსოფლიოს, რომ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ტურისტები, ამუშაოს ეკონომიკა და ამავდროულად, წარმატებულად უმკურნალოს Covid-19-ით ინფიცირებულ როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე სტუმრებს.


„სამწუხაროდ ყველა უნდა შევეგუოთ, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესები ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა, ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ ადაპტაციას. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია და მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები, ვამუშაოთ ეკონომიკა და ამავდროულად შეგვიძლია წარმატებულად ვუმკურნალოთ Covid-19-ით ინფიცირებულ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს. შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ახალი ზრდის წერტილების, ახალი გარღვევების აღმოჩენის შესაძლებლობა და საქართველოს როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი გამაძლიერებელი კომპონენტი, საქართველო, როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი, Covid-19-ის ეფექტურად მმართველი და Covid-19-სგან სუფთა ქვეყანა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up