გიორგი გახარია „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე -  შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში,  4000 რუსთაველი იმუშავებს

გიორგი გახარია „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე - შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4000 რუსთაველი იმუშავებს

access_time2020-12-28 15:30:00

არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს არის საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4 000 რუსთაველი იმუშავებს.



„ეს საწარმო შენდებოდა 4 თვის განმავლობაში. ივლისში, როდესაც ჩვენ აქ ვიყავით, მსოფლიოში გლობალური პანდემია პიკში იყო და მაშინ, ჩვენ, ერთად, ინვესტორთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს და „აწარმოე საქართველოს" საშუალებით გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი უნდა დაგვესრულებინა ზუსტად 4 თვეში და პირველ რუსთაველებს აქ მუშაობა უნდა დაეწყოთ 4 თვეში, წლის ბოლომდე, რასაც დღეს ვაკეთებთ. მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც ამ საწარმოში იმუშავებს, მინდა მივულოცო ინვესტორს და „აწარმოე საქართველოს" გუნდს, რომ ეს პროექტი, ასეთ მძიმე პირობებში განხორციელდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ჩვენი მიდგომები, ბიზნესთან, ინვესტორთან, უნდა იყოს აბსოლუტურად ახალი, სხვანაირი, იმისთვის, რომ დღეს, ქვეყნისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი არის უაღრესად დიდი ღირებულების მატარებელი და არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს არის საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა. ამიტომ, მე მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, „აწარმოე საქართველოს" გუნდს იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგა. „ქართლი ტექსტილი" არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც „აჭარა ტექსტილის" ინვესტორები ახორციელებენ საქართველოში. ეს არის უკვე მე-4 საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4 000 რუსთაველი იმუშავებს. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად, მსგავს ინვესტორებს, მსგავსი საწარმოების შექმნას ყველანაირად შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, ჯერ, რაღაც პერიოდი, ჩვენთან ერთად იქნება.



„ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგალითად ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ წამოვიყვანეთ ქვემოთ. მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგების და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და დღეს, დღეში გვყავს დაახლოებით 1 000-1 500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდებოდა. აქ ყველაზე მთავრი არის ის, რომ ყველას უნდა გვესმოდეს ის პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად ძალიან ელემენტარული და მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი, მოქალაქე ატარებს პირბადეს მით უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ, რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ეპიდემიოლოგების ელემენტარულ წესებს, მოთხოვნებს, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი.




ჩვენს ბიზნესსაც, იმასთან ერთად, რომ მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო - უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში, სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალოებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი.



ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ, ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



„ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად დაათვალიერა.



საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა და 4 ათას ადამიანს დაასაქმებს რუსთავსა და გარდაბანში. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია.



კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.



კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up