სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.ამასთან, მისი თქმით, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად და აკადემიური წლის გამოცხადება არ იგეგმება.
„სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების საკითხებზე ცალკე პრეზენტაცია გაიმართება.